ვისოლი და სეტანტა სპორტი წარმოგიდენთ
ვისოლისა და სეტანტა სპორტის მხარდაჭერით, საქართველოში უნიკალური F1 Fantasy ლიგა ტარდება, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს საკუთარი ფორმულა 1-ის გუნდები შექმნან, იწინასწარმეტყველონ რბოლის შედეგები და მთელი სეზონის განმავლობაში დააგროვონ ქულები.
ყოველი რბოლის შემდეგ, საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეები პრიზებს მოიგებენ, ხოლო სეზონის ბოლოს, ლიგის გამარჯვებული მთავარ პრიზს მიიღებს – სეზონის დახურვას აბუ დაბიში დაესწრება!

როგორ ჩაერთო ვისოლის გათამაშებაში?
1
დარეგისტრირდი F1-ის ვებგვერდზე
გადადი Formula 1-ის ვებგვერდზე, შექმენი ანგარიში და და მიიღე Fantasy-ის მომხმარებლის სახელი.
2
შეავსე ვისოლის სარეგისტრაციო ფორმა
გაიარე მარტივი რეგისტრაცია ჩვენს გვერდზე და მიიღე ვისოლის ლიგის კოდი.
3
გაწევრიანდი ვისოლის ლიგაში
ვისოლის რეგისტრაციის შემდეგ, მიყევი ლინკს ან შეიყვანე მიღებული ლიგის კოდი F1-ის ვებგვერდზე.
მოიგე პრიზები ყოველი რბოლის შემდეგ!
მთავარი პრიზის - აბუდაბის საგზურის გარდა, F1 Fantasy-ში უამრავი საინტერესო საჩუქარი თამაშდება, რომლის მოგებაც ყოველი რბოლის შემდეგ შეგიძლია.
ნახე პრიზები

ხშირად დასმული კითხვები
-
როგორ მივიღო მონაწილეობა?
დარეგისტრირდი F1-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, შემდეგ შეავსე ვისოლის სარეგისტრაციო ფორმა და ბოლოს გაწევრიანდი ვისოლის ლიგაში.
-
როგორ გავწევრიანდე ვისოლის ლიგაში?
ვისოლის სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, მიიღებ ლინკს და ლიგის კოდს. შეგიძლია პირდაპირ ლინკით გადახვიდე ან დააკოპირო ლიგის კოდი და შეიყვანო ფორმულა 1-ის ვებგვერდზე, ლიგის არჩევის გვერდზე.
-
როგორ დავაგროვო ქულები?
ფენტეზიში ქულების დაგროვება თითოეულ გრან პრიზე შეგიძლია. ამისთვის, აუცილებელია, შენი გუნდისთვის სტრატეგიულად შეარჩიო F1-ის 5 პილოტი და 2 კონსტრუქტორი, რომელთა ღირებულება ჯამურად $100 მილიონი იქნება. ყოველი გრან პრის კვალიფიკაციამდე გექნება შესაძლებლობა რეალურ რბოლაში ნაჩვენები შედეგების მიხედვით განაახლო და მართო გუნდი.
-
პრიზის მოსაგებად აუცილებელია ვისოლის ლიგაში ბაჰრეინის გრან პრიმდე ჩავერთო?
აუცილებელი არ არის. ფენტეზის თამაშის დაწყება ნებისმიერ გრან პრიმდე შეგიძლია. მაგრამ გაითვალისწინე, თითოეულ გრან პრის თავისი გამარჯვებული ეყოლება, აბუ დაბის საგზურის მოგებას კი კატარის გრან პრიმდე დაგროვილი ჯამური ქულებით, ლიდერობში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში შეძლებ. შესაბამისად, თითოეულ გრან პრიზე მეტი აქტიურობა უდრის აბუ დაბის საგზურის მოგების მეტ შანსს.
-
რა არის F1 Fantasy?
F1-ში, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში, ფენტეზი არის თამაში, სადაც მონაწილეები ქმნიან რეალური სპორტსმენების ვირტუალურ გუნდებს. ეს ვირტუალური გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს, რეალური სპორტსმენების რეალურ თამაშებში მოპოვებული შედეგების მიხედვით, რომელიც ფენტეზიში ქულებად გარდაიქმნება.