თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე
გაცნობებთ, რომ სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/ნ 202161098; შემდგომში ‘ვისოლი’) და სს „აჭარა.ქომ“ (ს/ნ 404582055; შემდგომში ‘სეტანტა სპორტსი’) ერთობლივ შეთავაზებაში (შემდგომში „F1 Fantasy თამაში“) მონაწილეობის მიღების და ამ შეთავაზებით სარგებლობის მიზნით, აუცილებელია, ვისოლმა და სეტანტა სპორტსმა დაამუშაონ თქვენი პერსონალური მონაცემები.
1. ტერმინთა განმარტება:
1.1. პერსონალური მონაცემები - რომელთა დამუშავებაც საჭიროა ვისოლის და სეტანტა სპორტსის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო მე-2 პუნქტში მითითებული მონაცემები.
1.2. მონაცემთა დამუშავება - პერსონალურ მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, შენახვა, გადაცემა ან პერსონალური მონაცემების ნებისმიერი სხვა სახით გამოყენება.
2. თამაშის ფარგლებში ვისოლი და სეტანტა სპორტსი დაამუშავებენ შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:
2.1. სარეგისტრაციო მონაცემები: სახელი და გვარი; პირადი ნომერი, მობილური ნომერი, დაბადების თარიღი, ელ.ფოსტა.
3. მონაცემების დამუშავების, მათ შორის, გადაცემის მიზანია ("მიზნები“):
3.1. წარმატებით დარეგისტრირდეთ და მონაწილეობა მიიღოთ ვისოლის და სეტანტა სპორტსის საერთო თამაშში.
3.2. გამოვლინდეს გამარჯვებული და მოხდეს მასთან დაკავშირება.
3.3 აბუ დაბის გრან პრის ღია ჩვენებაზე მოხდეს დაპატიჟება.
3.4. ნებისმიერი სხვა ლეგიტიმური მიზანი, რომელიც ანალოგიურია ან მსგავსი რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილის ან შეესაბამება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
4. პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დამუშავებისას უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით.
5. თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მე-3 პუნქტში მითითებული მიზნების მისაღწევად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია მონაცემთა დამუშავების განსხვავებული ვადა.
6. გაცნობებთ, რომ ვისოლი და სეტანტა სპორტსი დამოუკიდებლად ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს და წარმოადგენენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ მონაცემთა დამმუშავებლებს. თითოეული მათგანი დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად განსაზღვრავს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანსა და საშუალებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობისა და შესაბამისი მხარის პოლიტიკ(ებ)ის, მათ შორის კონფიდენციალობის/პერსონალურ მონაცემთა დაცვის განაცხადის შესაბამისად. არცერთი მონაცემთა დამმუშავებელი არ არის პასუხისმგებელი მეორე მონაცემთა დამმუშავებლის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის, მათ შორის კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის.