F1 Fantasy თამაშის წესები

 გუნდები

თქვენს ხელთ არის საწყისი, 100 მილიონი დოლარის ოდენობის ბიუჯეტი, რომელიც შეგიძლიათ დახარჯოთ 5 პილოტისა და 2 კონსტრუქტორისგან შემდგარ თითოეულ გუნდზე. თქვენ მიერ შერჩეული თითოეული პილოტი და ინსტრუქტორი ქულებს აგროვებს ფორმულა 1-ის რეალურ ღონისძიებებში ნაჩვენები შედეგებისმიხედვით. იგულისხმება როგორც საკვალიფიკაციო ეტაპი, ისე რბოლა და სპრინტი. არ არსებობს რაიმეშეზღუდვა ფორმულა 1-ის რომელიმე გუნდიდან არჩეული პილოტების მაქსიმალურ რაოდენობაზე და თქვენასევე შეგიძლიათ სურვილისამებრ განახორციელოთ ცვლილებები თქვენს გუნდში მანამ, სანამ სეზონიდაიწყება. შესაბამისად, შეგიძლიათ მართოთ გუნდი სარეზერვო შემადგენლობის და ქვემოთ აღწერილიჩიპების გამოყენებით. იმ ლიგებში, რომლებსაც შეუერთდებით, ყოველკვირეულად მონაწილეობას მიიღებსთქვენ მიერ ბოლოს დამახსოვრებული გუნდის შემადგენლობა. თქვენ შეგიძლიათ სეზონის განმავლობაშიმაქსიმუმ 3 გუნდის არჩევა და მართვა.

ბიუჯეტი

თავდაპირველად თქვენ გაქვთ 100 მილიონი დოლარის ბიუჯეტი, რომელიც შეგიძლიათ დახარჯოთ 5 პილოტსა და 2 კონსტრუქტორზე. სეზონის განმავლობაში თქვენი პილოტების და კონსტრუქტორის ფასების გაზრდა, ან შემცირება, გამოიწვევს შესაბამის ცვლილებებს თქვენს ჯამურ ღირებულებაშიც. თუკი თქვენსრომელიმე პილოტს ან კონსტრუქტორს ფასი გაეზრდება, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს გაზრდილიფასი, ისინი თქვენი გუნდიდან გაუშვათ და შედეგად, სხვა პილოტებსა და კონსტრუქტორებზე დასახარჯადუფრო დიდი მოცულობის ბიუჯეტი გამოითავისუფლოთ. შედეგად, სეზონის მსვლელობისას თქვენი, ან F1 ფენტეზის სხვა მომხმარებელთა ბიუჯეტმა შესაძლოა გადააჭარბოს, ან ჩამოსცდეს 100 მილიონ დოლარს.

ჯამური ღირებულება

თქვენი გუნდის ჯამური ღირებულება თქვენი გუნდის საერთო ფასის და თქვენი დარჩენილი ბიუჯეტის ჯამია. მაგალითად, თუ თქვენს გუნდში თქვენ მიერ არჩეული 5 პილოტისა და 2 კონსტრუქტორის საერთო ფასი 93 მილიონი დოლარია და დარჩენილი გაქვთ 10 მილიონი დოლარის ბიუჯეტი, ჯამური ღირებულება შეადგენს103 მილიონ დოლარს.

რბოლის კვირა

რბოლის კვირა არის დროის მონაკვეთი, რომელშიც ფორმულა 1-ის თითოეული ღონისძიება ტარდება. როგორც წესი, ფორმულა 1-ის რბოლის კვირა მოიცავს 1 საკვალიფიკაციო სესიას და 1 რბოლის სესიას, ხოლო ზოგიერთი რბოლის კვირა აგრეთვე მოიცავს 1 სპრინტ სესიას, როდესაც სპრინტი ფორმულა 1-ისღონისძიების ფარგლებში იმართება.

სარეზერვო შემადგენლობა

სარეზერვო შემადგენლობა გაძლევთ შესაძლებლობას ყოველ რბოლის კვირაში, დახურვის დრომდე, გააკეთოთ მაქსიმუმ 6 ცვლილება თქვენს გუნდში. რბოლის კვირაში თქვენი პირველი 3 ცვლილება უფასოა, დამატებითი ცვლილებები კი იწვევს დაჯარიმებას თითოეულ ცვლილებაზე -10 ქულის ოდენობით. ყოველჯერზე, როცა თქვენს გუნდში ინახავთ ცვლილებას, თქვენი სარეზერვო შემადგენლობა ერთით მცირდება. შეგიძლიათ გააკეთოთ იმდენი ცვლილება დახურვის დრომდე, რამდენის შესაძლებლობასაც გაძლევთთქვენი სარეზერვო შემადგენლობა. გამოუყენებელი ცვლილებები არ გადადის შემდეგ რბოლის კვირაში. დინამიკური ფასებიდან გამომდინარე ფასების მუდმივი ცვლილების გამო, სარეზერვო შემადგენლობისგამოყენებით შეგიძლიათ ბიუჯეტი სეზონის მსვლელობისას 100 მილიონ დოლარზე მეტითაც გაზარდოთ დამეტი ქულების დაგროვების მიზნით უკეთესი პილოტებისა და კონსტრუქტორების არჩევა შეძლოთ.

დინამიკური ფასები

პილოტებისა და კონსტრუქტორების ფასები მუდმივად იცვლება ფორმულა 1-ის ღონისძიებებზედაფიქსირებული შედეგების და მომხმარებელთა მიერ თავიანთ გუნდებით განხორციელებულიცვლილებების შესაბამისად. ბიუჯეტის 100 მილიონ დოლარზე მეტით გასაზრდელად შეგიძლიათგამოიყენოთ სარეზერვო შემადგენლობა და ყოველ რბოლის კვირაში დაამატოთ ან გამოაკლოთ თქვენსგუნდს პილოტები და კონსტრუქტორები, რითაც სეზონის განმავლობაში შეგეძლებათ თანხა სხვაპილოტებსა და კონსტრუქტორებზე დახარჯოთ. ვინაიდან ფასები ხშირად იცვლება, ფიქსირდება ის ფასი, რომელიც ახლად დამატებულ პილოტს ან კონსტრუქტორს თქვენი გუნდის შენახვის მომენტისთვისგააჩნდათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს ფასი მხოლოდ მცირედით განსხვავდება თქვენ მიერ ეკრანზენანახი იმ ფასისგან, რომელიც მაშინ იყო გამოტანილი, როცა პილოტს თუ კონსტრუქტორს თავდაპირველადირჩევდით.

DRS Boost

ჩიპი თამაშდება ყოველკვირეულად და შერჩეული პილოტის მიერ დაგროვებულ ქულებს აორმაგებს. ყოველრბოლის კვირაში თქვენ მიერ შერჩეული პილოტები შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან დაშერჩევა უნდა მოხდეს მანამ, სანამ შეინახავთ თქვენს გუნდს. ყოველ რბოლის კვირაში DRS Boostშეგიძლიათ ჯარიმის გარეშე შეცვალოთ, რადგან  პილოტის ცვლილება არ ითვლება სარეზერვოშემადგენლობის გამოყენებით განხორციელებულ ცვლილებად. თუ თქვენი პილოტი ნეგატიურ ქულებსდააფიქსირებს, მისი ნეგატიური შედეგიც გაორმაგდება: -5 ქულა იქცევა -10 ქულად.

Extra DRS

ჩიპი ასამმაგებს თქვენ მიერ შერჩეული პილოტის მიერ მოპოვებულ ქულებს. DRS Boost-ის გარდა თქვენიგუნდის ნებისმიერი პილოტი შეიძლება იქნას შერჩეული მეგა პილოტად. მეგა პილოტის თითოეული ჩიპიმოქმედებს მხოლოდ ერთი რბოლის კვირის განმავლობაში და ავტომატურად უქმდება თქვენი გუნდიდანშემდეგი რბოლის კვირიდანვე. თუ თქვენი მონიშნული პილოტი ნეგატიურ ქულებს დააფიქსირებს, ნეგატიური შედეგიც გასამმაგდება: -8 ქულა იქცევა -24 ქულად.

ვაილდქარდი

ვაილდქარდის ჩიპი შესაძლებლობას გაძლევთ ქულების დაკარგვის გარეშე გააკეთოთ ყველა  ცვლილებარბოლის კვირის განმავლობაში 100 მილიონის ფარგლებში და ამ გზით შეგიძლიათ განაახლოთ სრულიშემადგენლობა. თითოეული ვაილდქარდის ჩიპი მოქმედებს მხოლოდ ერთი რბოლის კვირის განმავლობაშიდა ავტომატურად უქმდება თქვენი გუნდიდან შემდეგი რბოლის კვირიდანვე. 

Limitless

როგორც Wildcard ჩიპი, Limitless ჩიპიც F1 Fantasy-ის მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, რომ თავიანთ შემადგენლობაში შეუზღუდავი ცვლილებები შეიტანონ — მაგრამ ამჯერად ბიუჯეტის შეზღუდვის გარეშე.

შეგიძლია ერთ გუნდში შეკრიბო მაქს ფერსტაპენი, ლანდო ნორისი, სერხიო პერესი, ლუის ჰემილტონი და შარლ ლეკლერი (რომლებიც ერთად $112 მილიონი ღირს), ხოლო კონსტრუქტორებად აირჩიო Red Bull ($27.9მ) და McLaren ($23.2მ).

შენი გუნდი, სარბოლო კვირის დასრულების შემდეგ ავტომაურად დაუბრუნდება საწყისს შემადგენლობას.

AutoPilot

ყოველი რბოლის კვირეულის წინ, მოთამაშეებს შეეძლებათ DRS Boost-ის (2x ქულების გამრავლების) გამოყენება ერთ-ერთ მრბოლზე საკუთარი შემადგენლობიდან. თუმცა, თუ გააქტიურებულია Autopilot ჩიპი, F1 Fantasy ავტომატურად გამოიყენებს DRS Boost-ს იმ მრბოლზე, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა — იმ შემთხვევაში, თუ ეს მრბოლი განსხვავებული აღმოჩნდება შენი თავდაპირველი არჩევანისგან.

 

No Negative Chip

No Negative ჩიპი შესანიშნავია ზარალის კონტროლისთვის. მისი გამოყენებისას, თუ შენი რომელიმე მძღოლი ან კონსტრუქტორი რბოლის კვირეულის განმავლობაში უარყოფით ქულებს დააგროვებს, მათი დანაკარგი ნულამდე შემცირდება.

Final Fix Chip

როდესაც Final Fix ჩიპი აქტიურდება, ის ზუსტად იმას აკეთებს, რაც მის სახელშია მითითებული – გაძლევს შესაძლებლობას, რომ F1 Fantasy-ის შემადგენლობაში ერთი ცვლილება შეიტანო ვადის გასვლის შემდეგ. ეს ვადა საკვალიფიკაციო სესიის დასრულების შემდეგ იწურება და გრან პრის დაწყებამდე მოქმედებს. 

ლიგები

ლიგები შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელთა ჯგუფებს, თავიანთი გუნდები ერთმანეთსდაუპირისპირონ და ლიგის ცხრილში უმაღლესი პოზიციებისთვის იბრძოლონ. თქვენი გუნდი ავტომატურადჩაერთვება გლობალურ ლიგაში და აგრეთვე თქვენი მშობლიური ქვეყნის ლიგასა და თქვენი საყვარელიფორმულა 1-ის გუნდის ლიგაში. მხოლოდ თქვენი გუნდი 1 შეიძლება გაერთიანდეს ამ სამ სტანდარტულლიგაში. აგრეთვე შეგიძლიათ შექმნათ ლიგები და გაერთიანდეთ იქ თქვენს მეგობრებთან ერთად, რომელიც შესაძლოა იყოს ერთ-გუნდიანი, ორ-გუნდიანი (თითო მომხმარებელზე მაქსიმუმ ორი გუნდი), ანსამ-გუნდიანი (თითო მომხმარებელზე მაქსიმუმ სამი გუნდი). ეს ლიგები შესაძლოა იყოს როგორცდახურული, ისე საჯარო და მათში გაერთიანება მარტივად შეეძლებათ მეგობრებს

თითოეული ლიგის უნიკალური კოდის გამოყენებით. თითოეულ სეზონში შეგიძლიათ გაერთიანდეთმაქსიმუმ 250 ლიგაში.

თუ გრან პრის ივენთის მიმდინარე რაუნდში ორ მოთამაშეს თანაბარი ქულები აქვს, საყაიმო ანგარიშის გადასაჭრელად უპირატესობა ენიჭება:

1. მოთამაშეს, რომელსაც ყველა რაუნდში, მიმდინარეს ჩათვლით, ყველაზე მეტი ქულა აქვს დაგროვებული (არ მოიცავს საკვალიფიკაციო რაუნდებს, რომლებშიც მოთამაშემ კვალიფიკაცია ვერ გაიარა)

2. თუ მოთამაშეებს ყველა რაუნდში თანაბარი ჯამური ქულები აქვთ დაგროვებული, რბოლების რაოდენობას, რომელიც მოთამაშემ მიმდინარე რაუნდში დაასრულა (რაც უფრო მეტი რბოლა დაასრულა, უკეთესია)

3. თუ მოთამაშეებმა მიმდინარე რაუნდში თანაბარი რაოდენობის რბოლები დაასრულეს, ყველა რაუნდში ყველა დასრულებული რბოლის ჯამურ რაოდენობას (რაც უფრო მეტი, უკეთესი - მოიცავს მიმდინარე რაუნდსაც, არ მოიცავს საკვალიფიკაციო რაუნდებს)

4. თუ მოთამაშეებმა ყველა რაუნდში ჯამურად თანაბარი რაოდენობის რბოლა დაასრულეს, მოთამაშეს, რომელსაც მიმდინარე რაუნდში ერთ წრეზე საუკეთესო დრო აქვს დაფიქსირებული.

5. თუ მოთამაშეებს შორის კვლავ საყაიმო ანგარიშია, წინა რაუნდებში ერთ წრეზე დაფიქსირებულ საუკეთესო დროს (არ მოიცავს მიმდინარე რაუნდს და იმ საკვალიფიკაციო რაუნდებს, რომლებშიც მოთამაშემ კვალიფიკაცია ვერ გაიარა)

 

დახურვა

საკვალიფიკაციო სესიის დასაწყისში, თითოეულ რბოლის კვირაში, ყველა გუნდი დახურულია დადანარჩენი რბოლის კვირის განმავლობაში ცვლილებები აღარ დაიშვება. დახურვის შემდეგ რბოლისკვირის განმავლობაში ყველა გუნდი ღიაა ყველა მომხმარებლისთვის სათამაშო ცხრილებში. შემდეგირბოლის კვირაც დახურვის დროსთან ერთად იხსნება და შესაბამისად, შეგიძლიათ შემდეგი კვირიდანკვლავაც დაამატოთ ან მოაკლოთ პილოტები და კონსტრუქტორები თქვენს გუნდში და გაზარდოთ თქვენი ხელმისაწვდომი ბიუჯეტი.

შედეგები

თითოეული რბოლის კვირის შედეგები მტკიცდება მალევე, როგორც კი ფორმულა 1-ის სესიები მთავრდება. ლიგის ცხრილიც მალევე ახლდება და შეგიძლიათ იხილოთ როგორ გაისარჯეთ თქვენს მეგობრებთან დაყველა სხვა მომხმარებელთან შედარებით.

გადადებული და გაუქმებული სესიები

თუ ფორმულა 1 -ის სესია გადაიდო იმავე სარბოლო კვირის პერიოდში, სესიის შესაბამისი ქულები ამავერბოლის კვირას მიეკუთვნება. თუ ფორმულა 1 -ის სესია გაუქმდა, გაუქმებული სესიის ქულები F1 ფენტეზისგუნდებს არ დაუგროვდებათ. თუ ფორმულა 1-ის ღონისძიება გადაიდო იმავე სეზონის სხვა თარიღში, ამღონისძიების ქულები გუნდებს დაუგროვდებათ ამ ფორმულა 1 -ის ღონისძიების ჩატარებისას. თუ ფორმულა1-ის ღონისძიება გაუქმდა, გაუქმებულ ღონისძიებასთან დაკავშირებული ქულები გუნდებს არდაუგროვდებათ.

სხვა

რომელიმე წინასწარ განუსაზღვრელი გარემოების არსებობისას, მათ შორის და არა მხოლოდ: გაუქმება, ბუნებრივი კატასტროფა, ფორს-მაჟორული გარემოება, ან სხვა წინასწარ განუსაზღვრელი ღონისძიებებისარსებობისას, ფორმულა 1-ის ღონისძიებებიდან გამომდინარე ქულების დაგროვების სტრუქტურა შესაძლოაშეიცვალოს გონივრულობის ფარგლებში, რათა მოერგოს ამ გარემოებებს. FIA-ს ჯარიმები, რომლებიცზეგავლენას ახდენს პილოტის კვალიფიკაციაზე, საწყის ან საბოლოო პოზიციაზე, მოქმედებს დაგანახლებადია 24 საათის განმავლობაში ყველა ამგვარი FIA გადაწყვეტილების შემთხვევაში. FIA ჯარიმები, რაც უკავშირდება კონსტრუქტორებს, მაგალითად წესების დარღვევის გამო ქულების დაკლება, არმოქმედებს F1 ფენტეზიში. ყველა სხვა ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ წესებისა და პირობების დაკონფიდენციალურობის პოლიტიკის გვერდებს.

სიახლეები 2025 წლის სეზონში

ტრანსფერები

თუ თქვენი მრბოლელი მონაწილეობს სპრინტში, მაგრამ იცვლება გრან პრის საკვალიფიკაციო ეტაპამდე, თქვენ მიიღებთ ტრანსფერის შეთავაზებას, რათა თავიდან აიცილოთ დისკვალიფიკაციის ჯარიმები. ეს შემოთავაზება სატრანსფერო ლიმიტს აკლდება და მისი გადაჭარბების შემთხვევაში -10 ქულით დაჯარიმდებით.  

პიტს ტოპები

გრან პრის (არა სპრინტის) დროს თითოეული გუნდი პიტ სტოპებისთვის ქულებს მიიღებს. თითოეული გუნდის მიერ მიღებული ქულების რაოდენობა განისაზღვრება რბოლის დროს შესრულებული ყველაზე სწრაფი პიტსტოპით. ბონუსის სახით ხუთ ქულას მიიღებს ის კონსტრუქტორი, რომელიც რბოლის დროს ყველაზე სწრაფ პიტსტოპს შეასრულებს. ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარების შემთხვევაში ბონუსის რაოდენობა 15 ქულა იქნება.

 

 

ჯარიმები დისკვალიფიკაციისთვის

დისკვალიფიკაციისთვის ჯარიმა ამჯერად არა მრბოლელს, არამედ კონსტრუქტორს დაეკისრება. დისკვალიფიცირებული მრბოლელები ქულებს ვერ მიიღებენ იმ სესიისთვის, რომლიდანაც მათი დისკვალიფიცირება მოხდა.   

ქულების სისტემა

ქულების დამატება/გამოკლება მოხდება გრან პრისას მრბოლელის/კონსტრუქტორის პერფორმანსის მიხედვით. უქმეებზე კლასიფიკაციები FIA-სა და Formula 1-ის გადაწყვეტილებებს დაეფუძნება. 

დეტალებისთვის, თუ რა გავლენას ახდენს ქულებზე მამრავლები და ჩიპები ეწვიეთ FAQ’s გვერდს. 

კვალიფიკაცია

მრბოლელები

კვალიფიკაციის შედეგები

პოლ პოზიცია (პირველი ადგილი)   10 ქულა

მე-2 ადგილი                                                  9 ქულა

მე-3 ადგილი                                                  8 ქულა

მე-4 ადგილი                                                  7 ქულა

მე-5 ადგილი                                                  6 ქულა

მე-6 ადგილი                                                  5 ქულა

მე-7 ადგილი                                                  4 ქულა

მე-8 ადგილი                                                  3 ქულა

მე-9 ადგილი                                                  2 ქულა

მე-10 ადგილი                                              1 ქულა

მე-11 - მე-20 ადგილები                              0 ქულა

დრო ვერ დააფიქსირა*                                  -5 ქულა

დისკვალიფიკაცია****                         -5 ქულა

*მრბოლელები, რომლებიც პირველი საკვალიფიკაციო გარბენისას დროს ვერ დააფიქსირებენ, 5 ქულის დაკლებით დაჯარიმდებიან. ეს წესი გულისხმობს არააქტიურ მრბოლელებსაც.

კონსტრუქტორები

კონსტრუქტორები მათი 2 მრბოლელის მიერ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული ქულების ჯამს მიიღებენ იმის მიხედვით, როგორც ზემოთაა ჩამოთვლილი. 

კონსტრუქტორები ქულებს ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმეს დადგომის შემთხვევაშიც მიიღებენ:  

ვერცერთი მრბოლელი ვერ მიაღწევს მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპს      -1 ქულა

ერთი მრბოლელი მიაღწევს მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპს                        1 ქულა

ორივე მრბოლელი მიაღწევს მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპს                      3 ქულა

ერთი მრბოლელი მიაღწევს მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპს                        5 ქულა

ორივე მრბოლელი მიაღწევს მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპს                      10 ქულა

სპრინტი

მრბოლელები

პოზიციის მოპოვება* 1 ქულა 1 პოზიციისთვის

პოზიციის დაკარგვა  -1 ქულა 1 პოზიციისთვის

გადასწრება**                           1 ქულა 1 გადასწრებისთვის

ყველაზე სწრაფი წრე 10 ქულა

დღის მრბოლელი 10 ქულა

სპრინტის შედეგი

პირველი ადგილი                            8 ქულა

მე-2 ადგილი                                       7 ქულა

მე-3 ადგილი                                       6 ქულა

მე-4 ადგილი                                       5 ქულა

მე-5 ადგილი                                       4 ქულა

მე-6 ადგილი                                       3 ქულა

მე-7 ადგილი                                       2 ქულა

მე-8 ადგილი                                       1 ქულა

მე-9 - მე-20 ადგილი               0 ქულა

დრო ვერ დააფიქსირა*                       -10 ქულა

დისკვალიფიკაცია****              -10 ქულა

*ჯარიმა დროის ვერ დაფიქსირებისთვის ეკისრება ყველა მრბოლელს, მათ შორის არააქტიურ მრბოლელებსაც, რომლებიც მთავარი რბოლის სასტარტო განაცხადში არ იქნებიან. 

 

კონსტრუქტორები

კონსტრუქტორები ჯამურ შედეგს აგროვებენ თავიანთი ორი მრბოლელის სპრინტში ნაჩვენები შედეგით, როგორც ეს ზევითაა ნაჩვენები.

რბოლა

მრბოლელები

პოზიციის მოპოვება *                 1 ქულა პოზიციაზე

პოზიციის დაკარგვა                  -1 ქულა პოზიციაზე

გადასწრება **                                       1 ქულა გადასწრებაზე

ყველაზე სწრაფი წრე                            10 ქულა

დღის მრბოლელი ***                           10 ქულა (მხოლოდ მრბოლელი)

რბოლის შედეგებ10D8

პირველი ადგილი                                  25 ქულა

მეორე ადგილი                                       18 ქულა

მესამე ადგილი                                       15 ქულა

მეოთხე ადგილი                                     12 ქულა

მეხუთე ადგილი                                     10 ქულა

მეექვსე ადგილი                                      8 ქულა

მეშვიდე ადგილი                                    6 ქულა

მერვე ადგილი                                        4 ქულა

მეცხრე ადგილი                                      2 ქულა

მეათე ადგილი                                        1 ქულა

მე-11 - მე-20                                              0 ქულა

DNF/დრო ვერ დააფიქსირა*              -20 ქულა

დისკვალიფიკაცია ****                            -20 ქულა

*DNF/ დროის დაუფიქსირებლობის გამო ჯარიმები მიემართება ყველა მრბოლელს, მათ შორის მათ, რომელთაც დრო დააფიქსირეს როგორც არააქტიურებმა ან რომლებიც სხვა მიზეზით არ არიან შეყვანილი რბოლის სასტარტო სიაში

 

კონსტრუქტორები

კონსტრუქტორები ჯამურ შედეგებს აგროვებენ თავიანთი ორი მრბოლელის რბოლაში ნაჩვენები შედეგებით, როგორც ეს ზევითაა ნაჩვენები, დღის მრბოლელის ბონუსის გამოკლებით.

კონსტრუქტორების ქულები დაეწერებათ შემდეგ შემთხვევებშიც:

პიტ სტოპის დროები

3.0წმ-ზე მეტი 0 ქულა

2.50 - 2.99წმ                2 ქულა

2.20 - 2.49წმ                5 ქულა

2.00 - 2.19წმ                10 ქულა

2.0წმ-ზე ნაკლები       20 ქულა

დისკვალიფიკაცია ****           -20 ქულა თითოეულ მრბოლელზე

5 ბონუს ქულა - მიენიჭება გუნდს, რბოლაში ჯამურად ყველაზე სწრაფი პიტ სტოპით.

 

15 ბონუს ქულა - მიენიჭება ნებისმიერ გუნდს, რომელიც დროში ახალ მსოფლიო რეკორდს დაამყარებს (ამჟამინდელი რეკორდია 1.8წმ, დაფიქსირებული მაკლარენის მიერ, 2023 წელს, კატარში).

გუნდის მართვა

უფასო ტრანსფერის ნორმის გადაჭარბება   -10 ქულა (თითოეულ დამატებით ტრანსფერზე)

* მოპოვებული/დაკარგული პოზიციები ითვლება რბოლაში მრბოლელის საწყისი და საბოლოო პოზიციის და არა მათი საკვალიფიკაციო შედეგების მიხედვით. მრბოლელებს, რომლებიც ვერ დააფიქსირებენ დროს, დაკარგული პოზიციები არ დაეთვლებათ, თუმცა სანაცვლოდ მიიღებენ -20 ქულიან ჯარიმას. ბოლიდებმა, რომლებიც სტარტს პიტ ლეინიდან აიღებენ, მიიჩნევა, რომ სტარტი აიღეს ბადეზე ბოლო ბოლიდის პოზიციის შესაბამისი ადგილიდან.

** გადასწრებები დასაშვებად/ლეგალურად მიიჩნევა მაშინ, როდესაც ერთი მრბოლელი ლეგალურად გადაუსწრებს მეორეს ტრასაზე, გადასწრებული მრბოლელი კი ამ დროს პიტ ლეინზე არ შედიოდა, არც ბოლიდის გაუმართაობის პრობლემა ჰქონდა და არც არაგონივრულად ნელა არ მიდიოდა.

*** დღის მრბოლელი გახლავთ ოფიციალური F1® დღის მრბოლელის ჯილდო.

**** დისკვალიფიცირებული მრბოლელები თავიანთ კონსტრუქტორს ჯარიმას მოუტანენ, დისკვალიფიცირებული მრბოლელები სესიიდან ვერც ერთ ქულას ვერ მიიღებს და ვერც დღის მრბოლელი გახდება. კონსტრუქტორების ქულების დათვლისას მხედველობაში არ მიიღება იმ მრბოლელთან დასრულებული პიტ სტოპები, რომლებიც მოგვიანებით დისკვალიფიცირდნენ.