დაგვიკავშირდით

კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

Photo

სათავო ოფისი

ი. ჭავჭავაძის გამზირი N74ბ, თბილისი

ორშაბათი - პარასკევი, 10 AM - 6 PM
+995 322 915 315

*1000

ხშირად დასმული კითხვები

  • სად შეიძლება ვნახო ინფორმაცია საწვავის შემადგენლობის და სხვა მახასიათებლების შესახებ?

    ვისოლის საწვავის ჩამონათვალი და მათი დეტალური აღწერა შეგიძლიათ ნახოთ საწვავის ფასების გვერდზე.

  • რა დროს იძლევა ვაუჩერის კოდს თვითმომსახურების აპარატი?

    თუ რაიმე მიზეზით სრულად ვერ მოხერხდა სადგურზე მომსახურების მიღება, დარჩენილი თანხა ვაუჩერის სახით გადმოგეცემათ, რომელიც აქტიურია 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

  • როგორ შემიძლია ვაუჩერის კოდის მიღება?

    ვაუჩერის კოდის მიღება 3 სხვადასხვა გზით შეგიძლიათ: 1. ქვითარზე ბეჭდვით 2. SMS შეტყობინებით 3. ვისოლის აპლიკაციაში გამოჩენით, ვაუჩერების გვერდზე (იმ შემთხვევაში თუ ლოიალობის ბარათს გაატარებთ)

  • სად შემიძლია ტალონების შეძენა?

    ტალონების შეძენა ჩვენს ნებისმიერ სერვისცენტრში ან სათაო ოფისში არის შესაძლებელი.

  • როგორ გროვდება ქულები ვისოლის ლოიალობის პროგრამით?

    თქვენ მიერ გადახდილი თანხის 1% უკან გიბრუნდებათ ქულების სახით. ავტოგაზის შეძენის დროს კი 3%-ის ექვივალენტი ქულა დაგიბრუნდებათ.

  • სად შემიძლია ვისოლის ქულების დაგროვება და დახარჯვა?

    ქულების დაგროვება და უკვე დაგროვილი ქულების გადაცვლა შეგიძლიათ ვისოლის ბრენდირებულ სადგურებზე, სმარტის მაღაზიებში და ვინტოს სერვისცენტრებში.

  • რა ვადა აქვს ქულების გამოყენებას?

    დაგროვებული ქულების დახარჯვა 1-დან 2 წლამდეა შესაძლებელი. მაგალითად: 2024 წლის შუა პერიოდში დაგროვებული ქულების დახარჯვა მომდევნო წლის ბოლომდე, ანუ 2025 წლის 31 დეკემბრამდე შეგიძლიათ, ხოლო 2024 წლის იანვრიდან დაგროვებული ქულები აქტიურია 2025 წლის ბოლომდე.

  • როგორ ხდება სტატუსის ცვლილება?

    სტატუსის ცვლილება დამოკიდებულია თქვენს მიერ შესრულებულ ტრანზაქციებზე. თუ თვის განმავლობაში 0-500 ლარამდე დახარჯავთ, Silver სტატუსი მოგენიჭებათ. თუ თვეში 500-1000 ლარამდე დახარჯავთ - Gold. ხოლო, თუ თვის მანძილზე 1000 ლარზე მეტს დახარჯავთ, Platinum სტატუსის უპირატესობებით ისარგებლებთ.

  • სად შევძლებ ელექტრო დამტენით სარგებლობას?

    ელექტრო დამტენები გვაქვს: გორის სმარტთან, არგვეთაში, ბორჯომში და თბილისში - აღმაშენებლის ხეივანზე. ჩვენს ელექტრო დამტენებს მხოლოდ 2 გადამყვანი აქვს: CCS2 ევროპული მანქანებისთვის და Chademo იაპონური ავტომობილებისთვის. თუ თქვენ ჩინური ავტომობილი გყავთ, შეგუძლიათ გამოიყენოთ ადაპტერი. ელექტრო სადგურების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ E Space-ის აპლიკაიაში.