კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა გაწვდით ინფორმაციას, როგორ ხდება თქვენი პერსონალურიმონაცემების დამუშავება და გამოყენება ვისოლ ჯგუფის წევრი კომპანიების მიერ. 


როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს:
თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენი პრიორიტეტია. ამ დოკუმენტში გაწერილია ყველა ქმედება, რაც ეხებავისოლ ჯგუფის წევრი კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, თქვენ უფლებებს დააპლიკაციის მუშაობის პროცესში ამ მონაცემების გამოყენების გზას.

კომპანია აღიარებს ვალდებულებას, პატივი სცეს თქვენ კონფიდენციალობას და შესაბამისად დაიცვას და მართოსთქვენი პერსონალური საერთაშორისო რეგულაციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია, განმარტოს, როგორ ვიყენებთ, რა ფორმით მუშავდება თქვენიმონაცემები, როგორ შეგიძლიათ მოიპოვოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე, თქვენს მიერ ინფორმაციისგადახედვის და შესწორების შესაძლებლობა.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ საქართველოს კანონით „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ რათა დავიცვათინფორმაცია, რომელსაც თქვენ აწვდით კომპანიას. ეს ინფორმაცია მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: თქვენი სახელიდა გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, სქესი, გადახდების ისტორია ან/დასხვა იდენტიფიცირებადი ინფორმაცია, რომელთაც შემდგომ, კრებითად განვიხილავთ როგორც პერსონალურმონაცემებს.


პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება:
კომპანია გპირდებათ, რომ:

ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემებისდამუშავებასთან დაკავშირებით.

კომპანია  ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, თქვენ მიერ ჩვენთვის მოცემული ნებართვისა და მოქმედიკანონმდებლობის საფუძველზე. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ ნებისმიერი ნებართვა/თანხმობა, რაც ჩვენ მოგვეცით, ნებისმიერ დროს, შესაბამისად, კომპანია იტოვებს უფლებას, ამ შემთხვევაში გააუქმოს თქვენი პროფილი.

მომსახურების მიღებითა და ამ აპლიკაციის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულპროცესებს და გასცემთ თანხმობას თქვენ შესახებ მონაცემების წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკითგანსაზღვრული წესის შესაბამისად დამუშავებისთვის, რომელიც არ მოიცავს, მაგრამ სრულად ემყარება და იზიარებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, თქვენს უფლებრივ გარანტიებს და კომპანიის პასუხისმგებლობებს. 

გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ კომპანიის სერვისების გამოყენება, ყოველთვის ექვემდებარება/გამომდინარეობსხელშეკრულებიდან, რომელიც დაკავშირებულია კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და უნდა დაეთანხმოთაღნიშნულს. თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ვერ ისარგებლებთმომსახურებით.


როგორ გიცავთ კანონი:
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავსპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. თქვენ უფლება გაქვთ, კანონმდებლობით დადგენილიწესით და ვადაში მიიღოთ ყველა ის ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომლის მიღების უფლებაც გარანტირებული გაქვთ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, გარდა ამავე კანონში არსებული საგამონაკლისო შემთხვევებისა. 


თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ:

ა) მუშავდება თუ არა თქვენს შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება;

ბ) იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ; 

გ) მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;

დ) მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო, თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე; 

ე) მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;

ვ) გაეცნოთ კომპანიაში თქვენს შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების არაპროპორციული ძალისხმევა არის საჭირო;

ზ) მოითხოვოთ თქვენს შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;

თ) გამოიხმოთ თანხმობა - განმარტების გარეშე ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი თქვენ მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება (თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი). 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აპლიკაციის მომხმარებლის ზემოაღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სხვა უფლებებს. 


რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას:
კომპანიის მხრიდან თქვენთვის სერვისის მოწოდებისთვის,
თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესისგანსავითარებლად; მარკეტინგული აქტივობების დასაგეგმად და განსახორციელებლად.


როგორ ხდება ინფორმაციის შეგროვება/მოპოვება:
თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მოვიპოვებთ როდესაც მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურებისმისაღებად/როდესაც ჩამოტვირთავთ და დააინსტალირებთ კომპანიის აპლიკაციას.


როგორ ვიყენებთ ინფორმაციას:
ძირითადად, ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას, რათა დავამუშავოთ თქვენი მონაცემები რეგისტრაციისას, მივიღოთ დადავამუშავოთ ინფორმაცია სერვისით სარგებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის:

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გამოგიგზავნოთ შეტყობინება ჩვენს პროდუქტებზე, სერვისებზე, სპეციალურშეთავაზებებზე.


როდის შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მესამე მხარეს:
ჩვენ, მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დოკუმენტის პირობების დაცვით, შესაძლოა გავუზიაროთ მესამე პირებს. ამასთან, მომსახურება, რომელიც უნდა მიიღოთ, კომპანიის აფილირებული ორგანიზაციებიდან, შესაძლებელიასაჭიროებდეს თქვენი მონაცემების გაზიარებას.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გაზიარდეს იმ შემთხვევაშიც, თუ სამომავლოდ შეიცვლება კომპანიისსტრუქტურა და გადაწყვეტს კომპანია სრულად ან ნაწილობრივ გაასხვისოს საკუთარი აქტივები, ან განახორციელოსრეორგანიზაცია.

მონაცემები მესამე პირებს გადაეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია კანონმდებლობით დადგენილი ყველამოთხოვნა და ამასთან, ასეთი მესამე პირები იკისრებენ და ჩვენს მხარეს დაარწმუნებენ, მონაცემთა სათანადო წესითდამუშავებისა და კონფიდენციალურობის ვალდებულებას.

იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უარს იტყვით მონაცემთა მესამე პირებისთვისგაზიარებაზე, თქვენთვის მომსახურების გაწევა შეიძლება შეფერხდეს.


პერსონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის:
პერსონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის: თქვენს პერსონალურ მონაცემებს მარკეტინგული მიზნებისთვისაც ვიყენებთ - მათი დამუშავება საჭიროა იმისათვის, რომ მოგაწოდოთ თქვენთვის შესაფერისი პროდუქტების და შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია. თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ გავიგოთ, რა გსურთ ან რა გჭირდებათ, რა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო. თქვენი პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მუშავდება თქვენი თანხმობით. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგული მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა. თქვენს მოთხოვნას, ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში შევასრულებთ. თქვენ, ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ საინფორმაციო შეტყობინებებს, თქვენს სარგებლობაში უკვე არსებულ პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით, მათ შორის, შეტყობინებებს ასეთ პროდუქტებში ან/და მომსახურებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ.


თანხმობის გაუქმება:
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის შესახებ თანხმობის, გაუქმების შესახებმოთხოვნა შეგიძლიათ კომპანიას წარუდგინოთ ნებისმიერ დროს.

თანხმობის გაუქმების შემთხვევაში, შესაძლოა შეფერხდეს ჩვენი მომსახურება და ვერ შევძლოთ თქვენთვისსრულყოფილი მომსახურების გაწევა.

თუ თქვენ გადაწყვეტთ მონაცემთა დამუშავების შესახებ გაცხადებული თანხმობის გაუქმებას, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნებისმიერი ეფექტური საკომუნიკაციო საშუალებით.


თქვენი პერსონალური მონაცემების ცვლილება:
თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ და განაახლოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ნებისმიერ დროს აპლიკაციაზე/პორტალზე თქვენით. თუ მონაცემების შეცვლისას რაიმე შეკითხვა გექნებათ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნებისმიერიეფექტური საკომუნიკაციო საშუალებით.


ინფორმაცია საბანკო ბარათთან დაკავშირებით:
როდესაც თქვენ მიერ ხორციელდება გადახდა ჩვენი სერვისების მეშვეობით და ამასთან, აპლიკაციაში თქვენი თანხმობით ახორციელებთ პირადი საბანკო ბარათის მიბმას, თქვენი საბანკო ბარათის ინფორმაციის მოპოვება და შენახვა ხორციელდება ჩვენი გადახდის დამუშავების პარტნიორის მიერ. ჩვენი გადახდის დამუშავების პარტნიორის მიერ ხორციელდება თქვენ მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული ინფორმაციის (საბანკო ბარათის შესახებ) მოპოვება, რაც საჭიროა თქვენი გადახდის დამუშავებისთვის. პარტნიორის მიერ მონაცემთა ამგვარი გამოყენება და შენახვა რეგულირდება მომსახურების შესაბამისი პირობებითა და კონფიდენციალურობის პოლიტიკით. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვინახავთ, მოიცავს თქვენი საბანკო ბარათის ტიპს და საბანკო ბარათის ბოლო ოთხ ციფრს. 


როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს:
ჩვენ ვიყენებთ კომერციულად შესაბამის ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ფიზიკურ ზომებს თქვენი მონაცემებისდასაცავად. ჩვენ ვიყენებთ დარგის მიღებულ სტანდარტებს, რომ დავიცვათ ჩვენით შეგროვებული ინფორმაციადაკარგვისგან, მოპარვისგან, არაავტორიზებული წვდომისგან, ცვლილებებისაგან ან გამჟღავნებისაგან ყველა ეტაპზე, როგორც თქვენგან ან მესამე პირისგან გადმოცემის, ასევე ჩვენთან შეგროვების ან მესამე პირზე გადაცემისშემთხვევაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამწუხაროდ, არცერთი ტექნოლოგია და სტანდარტი არ იძლევა ასპროცენტიან უსაფრთხოების სრულ გარანტიას. 

თუ ჩვენი ურთიერთობის რომელიმე მომენტში ჩვენ ეჭვი შეგვეპარება, რომ პერსონალურ ინფორმაციას საფრთხე დაემუქრა, ამის შესახებ აუცილებლად გაცნობებთ რაც შეიძლება სწრაფად, როგორც მოცემული პირობები მოგვცემს საშუალებას. თქვენი ელ-ფოსტის მისამართის ცოდნის შემთხვევაში, შეტყობინებას გამოგიგზავნით იმ მისამართზე, რომელიც ყველაზე ბოლოს შეიყვანეთ ჩვენს ვებგვერდზე. გთხოვთ, მუდმივად განაახლოთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი ჩვენს საიტზე. ელ-ფოსტის მისამართის განახლება/შეცვლა ნებისმიერ დროს შეიძლება. ჩვენი შეტყობინების მიღებისას, მისი ამობეჭდვაც შესაძლებელია. ამ შეტყობინებების მიღების შემთხვევაში აღნიშნულით უნდა იხელმძღვანელოთ. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენთან დაფიქსირებული თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ჩვენი ელ-ფოსტა ხსენებული შეტყობინების მიღების საშუალებაა.

კომპანიაში დანერგილია შემდეგი უსაფრთხოების სისტემები, იმისთვის, რომ სათანადოდ ვუზრუნველყოთ თქვენიპერსონალური მონაცემების დაცულობა:

Fortigate Antispam - ელექტრონული ფოსტის დაცვა (ანტისპამი);
Trellix Endpoin Security - მომხმარებლების კომპიუტერების დაცვა (ანტივირუსი);
Cisco ASA Firewall - სერვერების ტრაფიკის ფილტრაცია L4 დონეზე;
Palo Alto NGF (URL filtering, Treat Prevention) - მოხმარებლების ინტერნეტ და ვპნ ტრაფიკის ფილტრაცია და მართვა L7 დონეზე;
VMware NSX Distributed Firewall - სერვერების ტრაფიკის ფიტრაცია ვირტუალური გარემოს დონეზე.


მესამე მხარის ვებ-გვერდების მისამართები:
ჩვენს აპლიკაციაზე/პორტალზე შეიძლება განთავსებული იყოს კომპანიის აფილირებული ორგანიზაციების ვებგვერდებისმისამართები, რომლებიც, მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გათვალისწინებით, იღებენ პასუხისმგებლობას, დაიცვან თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება.


რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?
თქვენთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია ჩვენთან რჩება მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაცთქვენ ღია ანგარიში გაქვთ ან სხვაგვარად გჭირდებათ სერვისები. ზოგიერთ შემთხვევაში, მონაცემები შესაძლებელიაშეინახოს ისეთი მიზნებისთვის, როგორიც არის ორგანიზაციის ლეგიტიმური ინტერესი, მათ შორის ჩვენი სამართლებრივივალდებულებების განხორციელება, დავების ხანდაზმულობის გათვალისწინებით, თაღლითობის პრევენცია, ხელშეკრულების შესრულება ან ყველა იმ ქმედების განხორციელება, რაც საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის საერთაშორისო რეგულაციებით არის ნებადართული.


კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება
კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება წინამდებარე დოკუმენტში და აღნიშნული ცვლილება გამომდინარეობდეს საერთაშორისო რეგულაციებითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენ პლატფორმის მეშვეობით შეძლებთ დაეთანხმოთ ცვლილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეგეზღუდებათპლატფორმით სარგებლობის უფლება


როგორ დაგვიკავშირდეთ
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემებისდამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში თუ გსურთკანონმდებლობითა და წინამდებარე დოკუმენტით თქვენთვის მონიჭებული უფლებების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ეფექტური, ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, მათ შორის *1000; office@wissol.ge