Wissol E - მომავლის გზაზე
ვისოლი ელექტრომობილით გადაადგილების სრულ ეკოსისტემას ავითარებს საქართველოში, რომელიც გადაადგილებას უფრო მარტივს, სწრაფსა და კომფორტულს ხდის.
ქვეყნის მასშტაბით განვითარებული ელექტრო ინფრასტრუქტურა, მაღალი სიმძლავრის ულტრასწრაფი დამტენები და გზაზე საჭირო სერვისები ერთ სივრცეში იყრის თავს - იმისთვის, რომ დამუხტვა მგზავრობის ბუნებრივი ნაწილი იყოს და არა დამატებითი საზრუნავი.
ყოველდღიური გადაადგილებიდან შორ მანძილზე მოგზაურობამდე - Wissol E ქმნის ინფრასტრუქტურას უწყვეტი მოძრაობისთვის: ნაკლები ლოდინი, მეტი კომფორტი და მეტი თავისუფლება გზაზე.
რატომ Wissol E?
1
ულტრასწრაფი დამუხტვა
უახლესი თაობის მაღალი სიმძლავრის DC სადგურები ელექტრომობილის სწრაფად დამუხტვის შესაძლებლობას გაძლევს - საშუალოდ 15–20 წუთში.
2
მაქსიმალური თავსებადობა
GB/T, CCS2 და CHAdeMO კონექტორები ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც სხვადასხვა სტანდარტის ელექტრომობილების დამუხტვის შესაძლებლობას იძლევა.
3
რიგის გარეშე მომსახურება
მაგისტრალებზე განთავსებული მრავალადგილიანი დამუხტვის ჰაბები ამცირებს ლოდინის დროს და ზრდის თავისუფალი დამტენის ხელმისაწვდომობას.
შეისვენე Smart-ში!
სანამ ავტომობილი იმუხტება, ისარგებლე 24/7-ზე Smart-ის მარკეტით, იმპორტირებული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანით, პრემიუმ ყავით, სწრაფი კვებითა და მშვიდი სამუშაო სივრცით.
გაიგე მეტი
დეტალები
სამუშაო საათები:
ტელეფონი:
როგორ დატენო ავტომობილი?
Wissol E-ზე ელექტრომობილის დატენვა ძალიან მარტივია და სულ რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება. სანამ ავტომობილი იტენება, შეგიძლია დაისვენო, შეიარო Smart-ში, მიირთვა ყავა და დრო კომფორტულად გაატარო.
-
ნაბიჯი 1
ჩამოტვირთე აპლიკაცია
გადმოწერე e-Space-ის აპლიკაცია App ან Play Store-იდან ან Google Play-დან შენს სმარტფონში.
-
ნაბიჯი 2
დარეგისტრირდი მარტივად
შეიყვანე მობილურის ნომერი და მიაბი საბანკო ბარათი.
-
ნაბიჯი 3
აირჩიე დამტენი აპლიკაციიდან
როცა ელექტრო სადგურზე იქნები, გახსენი აპლიკაცია და გაააქტიურე სასურველი კონექტორი. აირჩიე შენთვის სასურველი რეჟიმი: „სრული დამუხტვა“ ან „თანხის მიხედვით“.
-
ნაბიჯი 4
შეაერთე კაბელი ავტომობილში
შეაერთე შესაბამისი კონექტორი ავტომობილში და დაიწყე ავტომობილის დატენვა.
-
ნაბიჯი 5
დაასრულე დამუხტვა
დამუხტვის შემდეგ, დააჭირე ღილაკს “დასრულება“ აპლიკაციაში და გამორთე კაბელი ავტომობილიდან.