ვინტო

ავტოპროდუქტების და სერვისების მრავალფეროვანი არჩევანი!

გაიგეთ მეტი

ავტოსერვისი თქვენთან ახლოს!

თუ მოგზაურობისთვის ემზადებით ან უბრალოდ მცირე ტექნიკური მომსახურება გჭირდებათ, გახსოვდეთ, რომ ვინტოს პროფესიონალების გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდითაა თქვენი ავტომობილის სრულყოფილ მდგომარეობაში მოსაყვანად. 


ვინტო არის მანქანის სწრაფი მოვლის სერვისი, რომელიც მომხმარებლებს ავტო პროდუქტების და სერვისების მრავალფეროვნებას სათავაზობს. ჩვენი პროფესიონალი ტექნიკოსები ყოველთვის მზად არიან თქვენს დასახმარებლად, იქნება ეს რეგულარული ტექნიკური მომსახურება თუ ავტომობილის დეტალური შემოწმება. ვინტოს სერვისცენტრები განთავსებულია ვისოლის სადგურებზე, რაც დამატებით კომფორტია მომხმარებლებისთვის, რომ ყველა საჭირო სერვისი ერთი სივრცეში მიიღონ.


ვინტო გთავაზობთ ყველა საჭირო რეგულარულ მომსახურებას, როგორიცაა მაგალითად: ზეთის შეცვლა ძრავში და გადაცემათა კოლოფში, საბურავების შეცვლა, სამუხრუჭე სისტემების შემოწმება/სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა, სითხეების კონტროლი და სხვა. ჩვენი გუნდი იყენებს უახლეს ინსტრუმენტებს და ტექნოლოგიებს, რომ მაქსიმალურად ეფექტური და ზუსტი მომსახურება შემოგთავაზოთ.

ვინტოში გვჯერა, რომ თქვენი დრო ძალიან ძვირფასია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ სწრაფი და საიმედო მომსახურებით მაქსიმალურად მოვერგოთ თქვენს გრაფიკს და ინდივიდუალურ საჭიროებებს. კონკურენტული ფასებით და ლოიალური პროგრამებით, ვინტო არამხოლოდ საიმედო, არამედ ყველაზე ხელსაყრელი და მომგებიანი პარტნიორიცაა ერთგული მომხმარებლებისთვის.

Photo

ვინტოს მაღაზია

ვინტოს მაღაზია გთავაზობთ ავტომობილის მოვლისთვის საჭირო პროდუქტების და აქსესუარების ფართო არჩევანს. ჩვენთან შეხვდებით ძრავისს ზეთებს, საბურავებს, აკუმულატორებს, ფილტრებს, სამუხრუჭე ხუნდებს, მინის საწმენდებს, ანტიფრიზს და სხვა საჭირო პროდუქციას. ჩვენთვის ხარისხი და სანდოობა უპირველესია, ამიტომ პროდუქტების შემოტანის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ საერთაშორისო სტანდარტებს.

Photo

ვინტოს სერვისი

ვინტოს სერვისცენტებში, პროდუქციის შეძენის გარდა, შესაძლებელია სრული მომსახურების მიღებაც, მათ შორის: ზეთის შეცვლა/შემოწმება, საბურავების დაშლა-აწყობა / ბალანსირება, დისკების გასწორება, სამუხრუჭე დისკების მოხეხვა, ფრეონის დამატება, ფარების გასწორება, ნათურების შეცვლა და ა.შ  ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ავტომობილი და იყენებენ უახლეს ხელსაწყოებს, რომ მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური მომსახურება შესთავაზონ მომხმარებლებს.

ჩვენი სერვისები

ვინტოში ჩვენ ვზრუნავთ ავტომობილის მოვლის ყველა ასპექტზე

გაიგეთ მეტი ვინტოს შესახებ

ვინტოს შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

www.Winto.GE