ვიგოს შესახებ
ვიგო ვისოლის ოჯახის წევრი, ახალი ბრენდია, რომელიც შექმნილია იმ მძღოლებისთვის, ვინც გონივრულ არჩევანს აკეთებს და საკუთარ ხარჯებს ყოველდღიურად აკონტროლებს. მისი მთავარი მიზანია მომხმარებელს ხარისხიანი საწვავი ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს. ბრენდი უკვე წარმოდგენილია ავტოგასამართი სადგურების ქსელით და აქტიურად აგრძელებს გაფართოებას საქართველოს რეგიონებში.
ვიგო არ არის უბრალოდ იაფი ალტერნატივა - ეს არის გონივრული გადაწყვეტა მათთვის, ვისაც სურს დაზოგვა ხარისხზე უარის თქმის გარეშე. სწორედ ამ მიდგომით ბრენდი ქმნის ნდობას და გრძელვადიან ურთიერთობას აყალიბებს მომხმარებელთან, რომელიც ყოველ ჩასხმაზე ეკონომიაზე აკეთებს არჩევანს.
მისამართები
დეტალები
სამუშაო საათები:
ტელეფონი:
ხშირად დასმული კითხვები
-
რა განაპირობებს ფასის ხელმისაწვდომობას ვიგოში?
იმის მიუხედავად, რომ ვიგო მომხმარებლებს ხარისხიან საწვავს სთავაზობს, ფასი მაინც ხელმისაწვდომი და შეღავათიანია, რაც საოპერაციო ხარჯების შემცირების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
-
რამდენი კატეგორიის საწვავია ვიგოში?
ვიგოში 4 კატეგორიის საწვავის შეძენაა შესაძლებელი: პრემიუმი, რეგულარი, ევრო დიზელი და დიზელ ენერჯი.
-
რამდენად მასშტაბურია ვიგოს სადგურების ქსელი?
ვიგოს სადგურები დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი. 2026 წლის ბოლომდე სადგურების რაოდენობა 50-მდე გაიზრდება .
-
რომელ ევროპულ სტანდარტს შეესაბამება ვიგოს საწვავი?
ვიგოს საწვავი ევრო 5 სტანდარტს აკმაყოფილებს.