პირველი BMW M Experience საქართველოში
საქართველოში პირველად BMW M Experience გაიმართა. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სარბოლო ტრასაზე გამოეცადათ BMW M-ის უახლესი მოდელები, მათ შორის ლიმიტირებული BMW M5 CS და M3 CS.
ღონისძიება მოიცავდა ორ ძირითად აქტივობას: Driving Experience-ს, რომლის დროსაც სტუმრები თავად მართავდნენ BMW M-ის ავტომობილებს, და Pilots Experience-ს, სადაც პროფესიონალი პილოტების მართვისას მგზავრები სრულად შეიგრძნობდნენ M მოდელების პოტენციალს. ასევე წარმოდგენილი იყო ავტომატური პარკირების, Launch & Brake და მანევრირების აქტივობები. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული იყვნენ BMW-ს სერტიფიცირებული ინსტრუქტორები, რომლებიც სტუმრებს ავტომობილების გამოცდის პროცესში ეხმარებოდნენ.
ღონისძიების პარტნიორი იყო ვისოლი, რომლისთვისაც მოძრაობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.