ვისოლი თეზოს თასის გენერალური სპონსორი გახდა
2025 წლის ზამთრის სეზონზე ვისოლი თეზოს თასის გენერალური სპონსორი გახდა. თეზო ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური სათხილამურო შეჯიბრი - „თეზოს თასი 2025“ ზურულდის მთაზე უკვე მეათედ გაიმართა და მასში მონაწილეობა 80-მდე მოყვარულმა მოთხილამურემ მიიღო.
სათხილამურო შეჯიბრი ქალ და მამაკაც მოყვარულ მოთხილამურეებს შორის გიგანტურ სლალომში გაიმართა. შეჯიბრში გამარჯვებულ სპორტსმენსებს, ვისოლისგან საწვავი გადაეცათ საჩურად.
ვისოლი მომავალ წელსაც გეგმავს თეზოს თასის შეჯიბრის მხარდაჭერას და წვლილს შეიტანს აღნიშნული ღონისძიების პოპულარიზაციასა და მესტიაში შეჯიბრის მეტი გულშემატკივარის მოზიდვაში.
ვისოლის ავტოგასამართი სადგური მესტიაში 2015 წლიდან ფუნქციონირებს და 2025 წლის ბოლომდე ობიექტზე სმარტის სუპერმარკეტიც გაიხსნება.

