სათავგადასავლო რალი 2024
Rally Adventure გამორჩეული საავტომობილო ღონისძიებაა, რომელმაც საქართველოში უკვე მეექვსედ გააერთიანა პროფესიონალი და მოყვარული მძღოლები. სათავგადასავლო რალის მეექვსე ღონისძიებამ 8 სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე ადამიანს მოუყარა თავი და 1800 კილომეტრის სიგრძის უნიკალური მარშრუტი მოიცვა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მთიან და დაბლობ ადგილებს აერთიანებდა.
რალი არა მხოლოდ სპორტული შეჯიბრი, არამედ ჰუმანიტარული მისია იყო, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მთის რეგიონების მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს, რაც პროექტს დამატებით საზოგადოებრივ ღირებულებას ანიჭებდა. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავდა საქართველოს ლანდშაფტისა და მდგრადი ტურიზმის პოპულარიზაციას.
Rally Adventure 2024-ის გენერალური სპონსორი იყო ვისოლი, რომლის მთავარი ღირებულება და მისია სწორედ მოძრაობა და კეთილდღეობაა.