16.01.2025

ვისოლი King of Drift 2025-ის სეზონის სპონსორია

მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადმა საავტომობილო სპორტმა საქართველოშიც საერთაშორისო მასშტაბი მიიღო და სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალი თუ მოყვარული მრბოლელები დღეს ერთად იბრძვიან გამარჯვებისთვის. 

King of Drift ქუჩის რბოლების ლეგალურ სივრცეში გადმოტანას და საქართველოში საავტომობილო სპორტის განვითარებას ისახავს მიზნად.  King of Drift ჩემპიონატს ლილო არენა  მასპინძლობს. რბოლის მონაწილეთა ავტომობილების სიმძლავრე და მოდელი არ არის შეზღუდული, შესაბამისად, ავტოპარკი მრავალფეროვანია.