19.12.2024

F1 FANTASY ლიგა

ვისოლისა და სეტანტა სპორტის მხარდაჭერით საქართველოში უნიკალური F1 Fantasy ლიგა გაიმართა, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა, შეექმნათ საკუთარი ფორმულა 1-ის გუნდები, წინასწარ გამოეცნოთ რბოლის შედეგები და დაეგროვებინათ ქულები მთელი სეზონის განმავლობაში. 

ყოველი რბოლის შემდეგ, საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეები პრიზებს იღებდნენ, ხოლო სეზონის ბოლოს გამარჯვებულს შესაძლებლობა მიეცა სეზონის დახურვას აბუ დაბიში შეხვედროდა.

ეს ინიციატივა მიზნად ისახავდა ფორმულა 1-ის პოპულარიზაციას და სპორტის ხელშეწყობას საქართველოში.