სმარტი

სუპერმარკეტი და კაფე ერთ სივრცეში!

გზად საჭირო პროდუქტები!

სმარტი უბრალოდ სუპერმარკეტი არ არის, ეს არის მგზავრობისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომელიც საქართველოში შესვენების და გზად საჭირო პროდუქტების შეძენის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. ის ცდილობს უნიკალური სამომხმარებლო გამოცდილება შექმნას და ექსკლუზიური იმპორტის ყველაზე პოპულარული პროდუქტებით მომხმარებლების მოლოდინებს გადააჭარბოს.


სმარტის ფილოსოფიის ცენტრში ყოველთვის მომხმარებელია. ის გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით და სანდოობით. კომპანიის მიზანია შექმნას სავაჭრო ქსელი, რომელიც თანაბრად მიმზიდველი და როგორც ემოციურად, ასევე მატერიალურად მომგებიანი იქნება  მომხმარებლებისთვის.

ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანი აღმოაჩენს რაღაც ახალს და სასურველს. სმარტში შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი, რაც მოგზაურობისას გჭირდებათ, ექსკლუზიური იმპორტის პროდუქტები, გემრიელი საკონდიტრო ნაწარმი და იტალიური ყავა ტრუჩილო, რომელსაც ლუკა ნაჭყებიას რეცეპტით დამზადებულ გემრიელობებთან ერტად, სულ სხვა გემო აქვს. 


24/7-ზე ხელმისაწვდომი მაღაზიები არა მხოლოდ კომფორტულ შოპინგს სთავაზობს მომხმარებლებს, არამედ ქმნის საიმედოობის განცდას და შეგრძნებას, რომ სმარტი ყოველთვის თქვენს გვერდითაა, სადაც არ უნდა იყოთ ან რა გზაზეც არ უნდა მიდიოდეთ.

Photo

წაიხემსეთ გემრიელად!

თუ სწრაფად და გემრიელად წახემსება გსურთ, რომ გზისთვის ენერგია შეივსოთ, სმარტის კაფე იდეალური ადგილია. ახლად გამომცხვარი საკონდიტრო პროდუქტები, არომატული იტალიური ყავა და სხვა გემრიელი სასმელები - აქ ყველაფერია, რაც კომფორტულად შესვენების და ძალების განახლებისთვის გჭირდებათ გზაზე.

Photo

დაიმგზავრეთ საჭირო პროდუქტები!

სმარტი არის სუპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ პროდუქტების ფართო ასორტიმენტს, როგორც ყოველდღიური ცხოვრების, ისე მგზავრობისთვის. აქ იპოვით ყველაფერს – ყოველდღიური საჭიროებების პროდუქტებიდან დაწყებული, ექსკლუზიური იმპორტის პროდუქტებითა და სურსათის მრავალფეროვნებით დასრულებული.

სმარტის პროდუქტები

აღმოაჩინეთ სმარტის ექსკლუზიური, იმპორტირებული პროდუქტები

გაიგეთ მეტი სმარტის შესახებ

სმარტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

www.SMART.GE