თვითმომსახურება

სწრაფი და მოსახერხებელი მომსახურება სპეციალური შეღავათებით!

Illustration

ცხოვრების პრაგმატული სტილი

თანამედროვე ადამიანისთვის რაციონალური გადაწყვეტილება და საკუთარი დრო პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათთვის თვითმომსახურება მხოლოდ პროცესის გამარტივება არ არის – ეს ცხოვრების სტილია, რომელიც საშუალებას აძლევთ, დრო და ფინანსები უფრო მნიშვნელოვან რამეში დახარჯონ. 


ვისოლი მუდმივად ცდილობს ინოვაციური იდეების დანერგვას და გვიხარია, რომ თვითმომსახურების ფორმატის სადგურების განვითარების შესაძლებლობა ქვეყანაში პირველებს სწორედ ჩვენ მოგვეცა. ვისოლის პირველი თვითმომსახურების სადგური თბილისში 2019 წელს გაიხსნა, ახლა კი მომხმარებლები უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით სარგებლობენ სერვისით და შესაბამისი შეღავათებით.


თვითმომსახურების სადგურებზე, საწვავი ქსელთან შედარებით 10 თეთრით იაფია, ვისოლის აპლიკაციის გამოყენებით კი შესაძლებელია დამატებით მინიმუმ 15 თეთრი და მაქსიმუმ 25 თეთრი ფასდაკლების მიღება, რაც ჯამურად 35-40 თეთრის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა თითოეულ ლიტრ საწვავზე. 


ხელშესახები შეღავათების გარდა, ვისოლი ცდილობს, თვითმომსახურების სადგურებზე სტუმრობა კიდევ უფრო კომფორტული გახადოს. ხელმისაწვდომი, უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტები, სმარტის ექსკლუზიური იმპორტის არჩევანი, ახალგამომცხვარი პურ-ფუნთუშეული და ამერიკული რესტორნების გემრიელი შეთავაზებები ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც მგზავრობის სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნის.

როგორ მუშაობს?

თვითმომსახურების სერვისი ძალიან მარტივია და სულ 5 ნაბიჯისგან შედგება. უბრალოდ დაასკანერეთ QR კოდი ვისოლის აპლიკაციიდან და მიჰყევით ინსტრუქციას.

ყველაფერი ერთ აპლიკაციაში

დააგროვეთ ქულები, ისარგებლეთ ექსკლუზიური შეთავაზებებით და ნახეთ უახლოესი ავტოგასამართი სადგურები ან ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში.

გადმოწერეთ

Photo

შეიძლება დაგაინტერესოთ

აღმოაჩინეთ ვისოლ ჯგუფის სხვადასხვა საინტერესო სერვისები და პროდუქტები

ხშირად დასმული კითხვები

იპოვეთ პასუხები თქვენს კითხვებზე სწრაფად და მარტივად

  • რა დროს იძლევა ვაუჩერის კოდს თვითმომსახურების აპარატი?

    თუ რაიმე მიზეზით სრულად ვერ მოხერხდა სადგურზე მომსახურების მიღება, დარჩენილი თანხა ვაუჩერის სახით გადმოგეცემათ, რომელიც აქტიურია 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

  • როგორ შემიძლია ვაუჩერის კოდის მიღება?

    ვაუჩერის კოდის მიღება 3 სხვადასხვა გზით შეგიძლიათ: 1. ქვითარზე ბეჭდვით 2. SMS შეტყობინებით 3. ვისოლის აპლიკაციაში გამოჩენით, ვაუჩერების გვერდზე (იმ შემთხვევაში თუ ლოიალობის ბარათს გაატარებთ)