რა უპირატესობები აქვს?
ჩვენი აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ლოიალობის პროგრამის ყველა უპირატესობით და სწრაფად და მარტივად მიიღოთ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია.
1
ქულების დაგროვება
დააგროვეთ ქულები ყველა გადახდის დროს და დახარჯეთ ისინი ვისოლში, სმარტში და ვინტოში.
2
ფასდაკლებები
ისარგებლეთ ყველაზე დიდი ფასდაკლებით საწვავზე, სხვადასხვა სერვისებსა და პროდუქტებზე.
3
პერსონალიზაცია
ისარგებლეთ თქვენზე მორგებული შეთავაზებებით სადაც არ უნდა იყოთ და საითაც არ უნდა მიდიოდეთ.
4
ხელმისაწვდომობა
ნახეთ უახლოესი ავტოგასამართი სადგურები და ყველა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში.
5
კონტროლი
აკონტროლეთ თქვენი დაგროვებული ქულების და საჩუქრების შესახებ ინფორმაცია აპლიკაციით.
6
უსაფრთხოება
თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
როგორ მუშაობს?
ფუნქციები
ჩვენი აპლიკაციის დახმარებით შეძლებთ:
- ისარგებლოთ თქვენზე მორგებული შეთავაზებებით და ფასდაკლებებით
- დაამატოთ მანქანა და გადაიხადოთ ჯარიმები ან შეამოწმოთ ტექ დათვალიერების ვადები
- დაამატოთ ბარათები და მარტივად ნახოთ ტრანზაქციების ისტორია
- გამოიყენოთ თვითმომსახურების სერვისი ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე და სმარტში
- სწრაფად იპოვოთ უახლოესი ბენზინგასამართი სადგურები, ვინტოს ავტოცენტრები, სმარტის მაღაზიები და საბვეის, დანკინის თუ ვენდისის რესტორნები
სწრაფი რეგისტრაცია
ვისოლის აპლიკაციაში რეგისტრაცია სწრაფი და მარტივია - ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი პირადი ელ.ფოსტა ან Facebook-ის ანგარიში.
მარტივი სამომხმარებლო გამოცდილება
აპლიკაციის ინტერფეისი შექმნილია ყველა ტიპის მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით, იქნება ეს ციფრული არხების აქტიური მომხმარებელი თუ დამწყები. ნავიგაცია მაქსიმალურად მარტივია, რაც გეხმარებათ, ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია, პროდუქტი ან სერვისი სწრაფად და კომფორტულად მოიძიოთ.
რაც მეტს ხარჯავთ, მით მეტს ზოგავთ!
შემოუერთდით ვისოლის ლოიალობის პროგრამას, დააგროვეთ ქულები და ისარგებლეთ ექსკლუზიური შეთავაზებებით და ფასდაკლებებით.
გაიგეთ მეტი
შეიძლება დაგაინტერესოთ
აღმოაჩინეთ ვისოლ ჯგუფის სხვადასხვა საინტერესო სერვისები და პროდუქტები