ლოიალობის პროგრამა

დააგროვე ქულები და ისარგებლე სპეციალური ფასდაკლებებით!

რა უპირატესობები აქვს?

ეს არის უნიკალური ლოიალობის პროგრამა, რომლით სარგებლობაც შეგიძლიათ ვისოლის აპლიკაციით ან ფიზიკური ბარათით. ბარათს ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე ან სერვის ცენტრებში აიღებთ. სპეციალური შეთავაზებებით და ბონუს ქულებით სარგებლობისთვის უმჯობესია ვისოლის აპლიკაცია გადმოწეროთ.

როგორ მუშაობს?

ქულების დაგროვება-დახარჯვის წესები

ვისოლის აპლიკაციით, ყველა გადახდა მომგებიანია! 

ყოველ ტრანზაქციაზე ავტომატურად აგროვებთ ლოიალობის ქულებს შემდეგი პრინციპით: ყოველი გადახდილი თანხის 1% ქულების სახით გიბრუნდებათ უკან. ავტოგაზის შეძენის დროს კი 3%-ის ექვივალენტი ქულა დაგიბრუნდებათ. დაგროვებული ქულები შეგიძლიათ გამოიყენოთ ვისოლში, სმარტში და ვინტოში.  

ქულების რაოდენობის შემოწმება და გადაცვლა შეგიძლიათ მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით.

1 ქულა = 1 ლარს

ფასდაკლებები

ჩვენ ვაფასებთ ერთგულ მომხმარებლებს და ვცდილობთ მათი ყოველი გადახდა მომგებიანი გავხადოთ. ლოიალობის პროგრამაში ჩართვა საშუალებას გაძლევთ, ყოველ გადახდაზე სპეციალური შეღავათები მიიღოთ. 

ფასდაკლების ოდენობა არის 15, 20 ან 25 თეთრი და დამოკიდებულია თქვენს ბარათსა და შესაბამის სტატუსზე, რომელიც შეიძლება იყოს: Silver, Gold ან Platinum. რეგისტრაციის დროს ავტომატურად მიიღებთ Silver ბარათს, ხოლო სტატუსის ცვლილება დამოკიდებული იქნება თქვენს მიერ შესრულებულ ტრანზაქციებზე. რაც მეტ ტრანზაქციას ასრულებთ, სტატუსი უფრო მაღალია და ფასდაკლებაც შესაბამისად მატულობს.

Silver ბარათი - 15 თეთრი ფასდაკლება
მიიღებთ ავტომატურად რეგისტრაციის გავლის დროს.

Gold ბარათი - 20 თეთრი ფასდაკლება
500 - 1000 ლარამდე გადახდების შემთხვევაში თვის მანძილზე. 

Platinum ბარათი - 25 თეთრი ფასდაკლება
1000 ლარზე მეტის გადახდის შემთხვევაში თვის მანძილზე. 

Card Card Card

ყველაფერი ერთ აპლიკაციაში

დააგროვეთ ქულები, ისარგებლეთ ექსკლუზიური შეთავაზებებით და ნახეთ უახლოესი ავტოგასამართი სადგურები ან ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში.

გადმოწერეთ

Photo
Photo

ავტოსერვისი თქვენთან ახლოს!

თქვენი სანდო პარტნიორი ავტომობილის მოვლისთვის. ვინტო გთავაზობთ სწრაფ და საიმედო სერვისებს, როგორიცაა ზეთის შეცვლა, საბურავების მოვლა, დეტალური შემოწმება და უამრავი საჭირო მომსახურება, რომ ყოველთვის მზად იყოთ გზისთვის.

Photo

გზად საჭირო პროდუქტები!

დაიმგზავრეთ ახლად გამომცხვარი გემრიელობები სმარტის საცხობიდან, დააგემოვნეთ არომატული, იტალიური ყავა და ექსკლუზიური იმპორტის პროდუქტები. აქ ყველაფერს აღმოაჩინეთ, რაც მგზავრობის დროს დაგჭირდებათ, იქნება ეს მოკლე გაჩერება თუ ხანგრძლივი მოგზაურობა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

აღმოაჩინეთ ვისოლ ჯგუფის სხვადასხვა საინტერესო სერვისები და პროდუქტები

ხშირად დასმული კითხვები

იპოვეთ პასუხები თქვენს კითხვებზე სწრაფად და მარტივად

  • როგორ გროვდება ქულები ვისოლის ლოიალობის პროგრამით?

    თქვენ მიერ გადახდილი თანხის 1% უკან გიბრუნდებათ ქულების სახით. ავტოგაზის შეძენის დროს კი 3%-ის ექვივალენტი ქულა დაგიბრუნდებათ.

  • სად შემიძლია ვისოლის ქულების დაგროვება და დახარჯვა?

    ქულების დაგროვება და უკვე დაგროვილი ქულების გადაცვლა შეგიძლიათ ვისოლის ბრენდირებულ სადგურებზე, სმარტის მაღაზიებში და ვინტოს სერვისცენტრებში.

  • რა ვადა აქვს ქულების გამოყენებას?

    დაგროვებული ქულების დახარჯვა 1-დან 2 წლამდეა შესაძლებელი. მაგალითად: 2024 წლის შუა პერიოდში დაგროვებული ქულების დახარჯვა მომდევნო წლის ბოლომდე, ანუ 2025 წლის 31 დეკემბრამდე შეგიძლიათ, ხოლო 2024 წლის იანვრიდან დაგროვებული ქულები აქტიურია 2025 წლის ბოლომდე.

  • როგორ ხდება სტატუსის ცვლილება?

    სტატუსის ცვლილება დამოკიდებულია თქვენს მიერ შესრულებულ ტრანზაქციებზე. თუ თვის განმავლობაში 0-500 ლარამდე დახარჯავთ, Silver სტატუსი მოგენიჭებათ. თუ თვეში 500-1000 ლარამდე დახარჯავთ - Gold. ხოლო, თუ თვის მანძილზე 1000 ლარზე მეტს დახარჯავთ, Platinum სტატუსის უპირატესობებით ისარგებლებთ.