ვისოლის და თიბისის ერთობლივი აქცია
18 და 19 აპრილს, გადაიხადე ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 50 ლარი ვისოლში და დაიბრუნე გადახდილი თანხის 10%, მაქსიმუმ 20 ლარი მომენტალურად.
დამატებითი პირობები:
- შეთავაზებაში მონაწილეობს მხოლოდ ახალი თიბისი ბარათი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათები და ერთგული საკრედიტო ბარათი;
- აქცია ვრცელდება მხოლოდ ვისოლის ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე;
- შეთავაზებით სარგებლობისთვის, გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის ტერმინალზე;
- აქციაში მონაწილეობა შესაძლებელია რამდენჯერმე, აქციის პერიოდში მომხმარებელი დაიბრუნებს 10%-ს, მაქსიმუმ 20 ლარს;
- შეთავაზება არ ვრცელდება აპლიკაციით გადახდებზე;
- აქციით დაგროვებული თანხა დაგერიცხება ტრანზაქციის დადასტურებისთანავე, ერთგულის ყულაბაში;
- ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერ ანგარიშზე და მისი განკარგვა ხდება ნებისმიერი მიზნობრიობით;
- ბანკი იტოვებს უფლებას, საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში, არ დაარიცხოს მომხმარებელს თანხა.
კეთილი მგზავრობა ⭐️
