კეთილი მგზავრობა სუფთა გზით იწყება

ვისოლმა გარემოსდაცვითი კამპანია „თუ მოისვრი, მობრუნდება“ დაიწყო.

კამპანიის მიზანია გზისპირა დაბინძურების შემცირება, ავტომობილით გადაადგილებისას პასუხისმგებლიანი ქცევის წახალისება და იმ აზრის დამკვიდრება, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური არჩევანიდან იწყება.

როგორც ბრენდი, რომელიც გზაზე „შესვენებისა და შევსების“ ერთიან სივრცეს ქმნის და მომხმარებელს კეთილი მგზავრობისთვის საჭირო სერვისებსა და პროდუქტებს სთავაზობს, ვისოლი საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს არა მხოლოდ კომფორტულ მგზავრობას, არამედ იმ გარემოზე ზრუნვასაც, რომელშიც ვმოგზაურობთ.

ამ პასუხისმგებლობას იზიარებს სმარტიც — მოგზაურობის თანამგზავრი, შეხვედრის ადგილი და სივრცე, სადაც 15 წელზე მეტია გზად საჭირო პროდუქტები ერთ სივრცეშია ხელმისაწვდომი.

გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლია უფრო პასუხისმგებლიანი სამოგზაურო კულტურის შექმნა.

კამპანიის იდეა

ნარჩენი, რომელსაც დაუფიქრებლად ვტოვებთ, საბოლოოდ ისევ ჩვენთან ბრუნდება - დაბინძურებული გარემოს, დაზიანებული ეკოსისტემებისა და გზაზე შექმნილი საფრთხეების სახით.

როგორ ბრუნდება?

Photo

პლასტმასის ბოთლი

მიკროპლასტმასად იშლება, ნიადაგსა და წყალში ხვდება და საკვებისა და სასმელი წყლის გზით ადამიანის ორგანიზმამდე აღწევს.

Photo

ალუმინის ქილა

გზაზე დატოვებულმა ქილამ შეიძლება საბურავი დააზიანოს, ხანძარი გამოიწვიოს და ახლის წარმოებით CO₂-ის ემისია გაზარდოს.

Photo

საკვები შეფუთვა

საკვების ნარჩენები გზაზე ცხოველებს იზიდავს, ავტოსაგზაო საფრთხეს ქმნის და დანაგვიანების წახალისებას უწყობს ხელს.

Photo

სველი ხელსახოცი

სველი ხელსახოცები მიკროპლასტმასად იშლება, ახშობს სანიაღვრე სისტემებს და ბუნებაში ათწლეულებით რჩება.

Photo

პოლიეთილენის პარკი

საუკუნეების განმავლობაში მიკროპლასტმასად იშლება, ცხოველები მას საკვებად აღიქვამენ, ქარი კი ტყეებსა და მდინარეებში ავრცელებს.

Photo

სიგარეტის ნამწვავი

სიგარეტის ნამწვავი ხანძრის ხშირი მიზეზია, აბინძურებს წყალს, ხოლო მისი პლასტმასის ფილტრი წლების განმავლობაში არ იშლება.

Photo

მინის ბოთლი

მზის სხივების არეკვლით შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს, დააზიანოს საბურავი და საფრთხე შეუქმნას ადამიანებსა და ცხოველებს.

Photo

საგზაო ნარჩენი

ქარმა ნარჩენი შეიძლება გზაზე გაიტანოს, წვიმამ მდინარეებში ჩაიტანოს, ხოლო დანაგვიანებამ გარემო და ტურიზმი დააზიანოს.

Photo

კამპანიის მიზნები

  • ქცევის ცვლილება

    ავამაღლებთ ცნობიერებას იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს თითოეულ ჩვენს ქმედებას გარემოზე და წავახალისებთ ქცევის ცვლილებას.

  • რეალური აქტივობები

    დავგეგმავთ და განვახორციელებთ კონკრეტულ აქტივობებს გარემოზე რეალური, დადებითი გავლენის მოსახდენად.

  • თანამოაზრეების პოვნა

    გავაერთიანებთ რაც შეიძლება მეტ ორგანიზაციას საერთო მიზნის გარშემო, რომ ერთად უფრო მასშტაბური და ქმედითი ცვლილებები შევქმნათ.