გამოყენების წესები და პირობები
შესავალი
კომპანიის ბარათი, წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას/აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელსსაშუალებას აძლევს ისარგებლოს ვისოლ ჯგუფის ლოიალობის სისტემით, მიიღოს მომხმარებელმაფასდაკლებები ვისოლ ჯგუფის, კერძოდ „ვისოლის“ და „სმარტის“ ობიექტებში.
თუ თქვენ სარგებლობთ კომპანიის პლატფორმით/აპლიკაციით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებითმოცემულ პირობებს. პლატფორმის/აპლიკაციის გამოყენების წესები და პირობები წარმოადგენსშეთანხმებას (კონტრაქტს, ხელშეკრულებას) თქვენსა და კომპანიას შორის. თუ თქვენ არეთანხმებით პირობებს სრულად ან ნაწილობრივად, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთპლატფორმის გამოყენება.
ინფორმაცია პლატფორმის შესახებ
იმისათვის, რომ ისარგებლოთ პლატფორმის შემოთავაზებული ყველა სერვისით, თქვენ უნდადარეგისტრირდეთ აღნიშნულ პლატფორმაზე და შექმნათ თქვენი ანგარიში, რისთვისაცდაგჭირდებათ ჩვენთვის ბაზისური (მათ შორის, პერსონალური) ინფორმაციის მოწოდება. წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე დათანხმებით თქვენ ნებას გვრთავთ, რომ ეს ბაზისურიინფორმაცია გამოვიყენოთ ისე, როგორც არის აღწერილი კომპანიის ვებ გვერდზე.
თქვენი ანგარიშის დეტალები
როდესაც თქვენ ქმნით პლატფორმაზე საკუთარ ანგარიშს უნდა მიუთითოთ სახელი, გვარი, პირადინომერი, ტელეფონის ნომერი, რომელზეც მიიღებთ ერთჯერად კოდს. თქვენ ეთანხმებით, რომანგარიშის დეტალები უნდა შეინახოთ კონფიდენციალურად და არ უნდა გაუზიაროთ სხვა პირებს. თუთქვენი ანგარიშის დეტალები გახდა ცნობილი სხვა პირისთვის, ან თუ გაქვთ ეჭვი, რომ ვინმემ გაიგოან გატეხა თქვენი პაროლი, დაუყოვნებლივ უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში კომპანია, ნებისმიერი, თქვენთვის ხელმისაწვდომი საინფორმაციო არხის გამოყენებით.
თქვენი პასუხისმგებლობა ზოგადად
კომპანია არ ახორციელებს თქვენი მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას. შესაბამისად, თქვენიღებთ ვალდებულებას, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც მოგვაწვდით ჩვენ, არის განახლებულიდა ზუსტი.
თქვენ უნდა იყოთ არანაკლებ 18 წლის, რომ გააფორმოთ წინამდებარე ხელშეკრულება და შექმნათთქვენი პროფილი კომპანიაში. თუ თქვენ ხართ 18 წლამდე, პლატფორმით/აპლიკაციით სარგებლობაშეგიძლიათ მხოლოდ მშობლის ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენლის ზედამხედველობის ქვეშ,რომელიც დაეთანხმება გამოყენების წესებს და პირობებს და მასვე დაეკისრება წინამდებარეხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდაშეწყვიტოთ კომპანიის პლატფორმის გამოყენება.
თქვენ ეთანხმებით, რომ გამოიყენებთ პლატფორმას/აპლიკაციას მხოლოდ მასზე განთავსებულისერვისებით სარგებლობისთვის, არ გამოიყენებთ მას კომერციული მიზნებისათვის, არ გამოიყენებთპლატფორმას/აპლიკაციას ისეთი გზით, რომელიც დააზიანებს ან წყობიდან გამოიყვანს ანსხვაგვარად ავნებს მას.
თქვენ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ კომპანიის რომელიმე სერვისი კომერციულისაქმიანობისათვის, დააკოპიროთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ პლატფორმაზე/აპლიკაციაზეარსებული ინფორმაცია რაიმე მიზნისათვის.
ახალი სერვისების დამატება
ჩვენ შეიძლება დავამატოთ ახალი სერვისები ან არსებული სერვისების ახალი ფორმები ანნაირსახეობები, ან გავაუქმოთ უკვე არსებული სერვისები წინასწარი ინფორმირების გარეშე. ყველაახალი სერვისების გამოყენების პირობები რეგულირდება ამ ხელშეკრულებით.
ცვლილებები
კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება წინამდებარე წესებსა დაპირობებში. ასევე, შესაძლებელია მოხდეს პლატფორმის რედიზაინი. თქვენ პლატფორმისმეშვეობით შეძლებთ დაეთანხმოთ ცვლილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეგეზღუდებათპლატფორმით სარგებლობის უფლება. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რაიმე ნაწილი გახდაძალადაკარგული ან ბათილი ის ავტომატურად ითვლება გაუქმებულად და ამ ნაწილის გაუქმება არახდენს გავლენას ხელშეკრულების ან მისი ნაწილის ძალაზე და არ ხდის ხელშეკრულებას ან მისნაწილს არავალიდურს. ამასთან, მუხლის ან მისი ნაწილის ბათილობის შემთხვევაში, მხარეები მათშორის არსებულ ურთიერთობას მოაწესრიგებენ ბათილ დებულებასთან შინაარსობრივად ყველაზეახლოს მდგომი ნამდვილი მოწესრიგებით.
ინტელექტუალური საკუთრება
თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ პლატფორმა და მისი ყველა საავტორო უფლება არის დაიქნება კომპანიის საკუთრება. ასევე, თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ პლატფორმის ფორმატი, ალგორითმები, სტრუქტურა და ორგანიზება არის კომპანიის ინტელექტუალური საკუთრება დაკონფიდენციალური ინფორმაცია. თქვენ არ გადმოგეცემათ უფლება პლატფორმის ინტელექტუალურსაკუთრებაზე.
იმ შემთხვევაში თუ პლატფორმაზე მოცემულია ჰიპერბმული, რომელიც გადამისამართდება სხვანებისმიერ აპლიკაციაში ან ვებგვერდზე, იმოქმედებს შესაბამისი აპლიკაციის/ვებგვერდის წესები დაპირობები.
თქვენ არ ხართ უფლებამოსილი კომპანიის მიერ გამოიყენოთ კომპანიის ინტელექტუალურისაკუთრება (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სავაჭრო ნიშნის გამოყენებას ნებისმიერრეკლამაში, განცხადებაში ან სხვა კომერციულ საქმიანობაში) კომპანიის წინასწარი წერილობითინებართვის გარეშე, რომელიც შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს რაიმე მიზეზით ან უმიზეზოდ.
თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, დაბეჭდოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ კომპანიის მიერმოწოდებული ინფორმაცია საკუთარი საჭიროებებისათვის, მაგრამ არ გაქვთ უფლება გააზიაროთ, გადათარგმნოთ, ადაპტაცია გაუკეთოთ, გამოაქვეყნოთ ან გაასაჯაროოთ რაიმე ინფორმაციაკომერციული მიზნებისათვის.
თქვენ არ ხართ კომპანიის მიერ ავტორიზებული პირი, არ მოაჩვენებთ თავს და არ აძლევთ უფლებასსხვა ნებისმიერ პირს, რომ მოაჩვენოს თავი კომპანიის უფლებამოსილ პირად და არ მოიქცევით ისე,რომ ვინმემ ლოგიკურად დაასკვნას, რომ თქვენ კომპანიის უფლებამოსილი პირი ხართ.
შეზღუდვები აპლიკაციით სარგებლობისას
ერთი და იმავე აპლიკაციის გამოყენებით, ერთი კონკრეტული ობიექტის ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელებულ პირველ სამ ტრანზაქციაზე გავრცელდება ლოიალობის პროგრამით გათვალისწინებული ფასდაკლება და შესაბამისი ქულების დარიცხვა. მეოთხე და ყოველი შემდგომი ტრანზაქციის განხორციელება დასაშვები იქნება, თუმცა აღნიშნულ ტრანზაქციებზე არ გავრცელდება ლოიალობის პროგრამით გათვალისწინებული ფასდაკლება და არ განხორციელდება შესაბამისი ქულების დარიცხვა.
წინამდებარე შეზღუდვა გავრცელდება თითოეულ ობიექტზე დამოუკიდებლად. შესაბამისად, ერთი და იმავე აპლიკაციით სხვადასხვა ობიექტზე განხორციელებული ტრანზაქციები ერთმანეთთან არ გაერთიანდება და არ იქნება გათვალისწინებული სხვა ობიექტზე განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობისა და შესაბამისი ბენეფიტების განსაზღვრისას.
ტრანზაქციების რაოდენობის განსაზღვრისას გამოყენებული იქნება მოძრავი 24-საათიანი პერიოდი, რომლის ათვლა განხორციელდება თითოეული შესაბამისი ტრანზაქციისგანხორციელების დროიდან და არ იქნება დაკავშირებული კალენდარულ დღესთან ან შესაბამისიობიექტის სამუშაო დღესთან/ცვლასთან.
ურთიერთობის დასრულება
ჩვენთვის ძვირფასია თითოეული მომხმარებელი, მაგრამ თუ თქვენ არღვევთ ჩვენს პირობებს, ვიტოვებთ უფლებას, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე შევაჩეროთ ან დავბლოკოთ თქვენიპირადი ანგარიში/პროფილი და/ან წვდომა პლატფორმაზე ან მის ნაწილზე ნებისმიერ დროს, ამხელშეკრულების ნებისმიერი პუნქტის დარღვევის მიზეზით, ასევე, არალეგალური ქმედების ან/დაკომპანიის წარმომადგენელთა მიმართ აგრესიის ან/და ძალადობის გამო წინასწარი გაფრთხილებისგარეშე.
კომპანია იტოვებს უფლებას გადააკეთოს, შეაჩეროს, გააუქმოს დროებით ან მუდმივად პლატფორმისნაწილი ან მთელი პლატფორმა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მიზეზით წინასწარი შეტყობინებისგარეშე.
თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თუ კომპანია გააუქმებს თქვენს პროფილს, აღარ გექნებათწვდომა თქვენს პროფილზე არსებულ ინფორმაციასთან. ყველა უფლება, რაც გადმოგეცათ ამშეთანხმებით, დაუყოვნებლივ გაუქმდება.
ზარალის ანაზღაურება
თქვენ აცნობიერებთ და პირობას დებთ, რომ არ მიაყენებთ თქვენი ქმედებით ზარალსპლატფორმას/აპლიკაციას, მის თანამშრომლებს, ან მათთან დაკავშირებულ პირებს. თუ თქვენს მიერან სხვა პირის მიერ, რომელმაც გამოიყენა თქვენი ანგარიშის დეტალები, კომპანიას მიაყენა ზარალიმისი ნებისმიერი სერვისის გამოყენებისას ან სხვა გზით, ან თქვენ დააზარალეთ კომპანია ამპირობების დარღვევით, ან ინტელექტუალური საკუთრების მითვისებით ან გამოყენებით, თქვენიღებთ ვალდებულებას, აანაზღაუროთ ეს ზარალი.
სამართლებრივი დავა
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კომპანიის აპლიკაციის გამოყენება თქვენს მიერ მოხდება ამხელშეკრულების პირობების დაცვით, თუმცა გაცნობებთ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი დავათქვენს და ჩვენს შორის იწარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს სასამართლოში.
აპლიკაციაში მოწვევის ინსტრუქცია
აპლიკაციაში 15 ადამიანზე მეტის მოწვევა ჩაითვლება საეჭვო ქმედებად, მომხმარებელსშეეზღუდება მოწვევის ფუნქცია და ანულირდება მოწვევის შედეგად დარიცხული ქულები.
ელექტრონული ვაუჩერის შეძენისა და გამოყენების წესი
თქვენ საშუალება გაქვთ აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით შეიძინოთ ელექტრონული ვაუჩერი. ვაუჩერი ადასტურებს თქვენს მოთხოვნის უფლებას გადახდილ თანხაზე და არა შესაძენ საწვავზე. ვაუჩერის მოქმედების ვადა შეადგენს 60 კალენდარულ დღეს და ამ დროის განმავლობაში ხსენებული ვაუჩერით შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი სახეობის საწვავი კომპანიის ნებისმიერ თვითმომსახურების ავტოგასამართ სადგურზე. 60 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, ვაუჩერი უქმდება და შეუძლებელი გახდება მისი გამოყენება. სურვილის შემთხვევაში, ასევე უფლება გაქვთ კომპანიას მოსთხოვოთ თანხის დაბრუნება ვაუჩერის სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევაში, ვაუჩერის შეძენიდან/დაგენერირებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უნდა მობრძანდეთ კომპანიის სათაო ოფისში (მდებარე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. #74ბ), შეავსოთ განცხადება, წარმოადგინოთ პირადობის მოწმობის ასლი, მობილური აპლიკაციის პირადი გვერდის ამონაბეჭდი და საბანკო რეკვიზიტები. საბუთების სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, თანხა ჩაგერიცხებათ განცხადების წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ვადაგასული ვაუჩერის აღდგენა შეუძლებელია. ასევე, შეუძლებელია ვაუჩერზე თანხის დამატება.
ელექტრონული კონტრაქტი
ეს ხელშეკრულება წარმოადგენს საბოლოო შეთანხმებას და თანხმობის ელექტრონული მონიშვნითთქვენ ადასტურებს, რომ ეთანხმებით აქ მოყვანილ წესებს და პირობებს, ასევე, ამ დოკუმენტიდანგამომდინარე დამატებით პირობებს.