მოიგე და მოაგებინე ოპერატორსაც
ეს არ არის უბრალოდ გათამაშება, ეს სიხარულის გაზიარებაა. ვისოლის უნიკალურ გათამაშებაში პრიზს არა მხოლოდ შენ იგებ, არამედ ის ოპერატორიც, ვინც საწვავი ჩაგისხა. სიხარული გაცილებით დიდია, როცა მას სხვას უზიარებ.
გაინტერესებს რა პრიზები გელოდება?
ხშირად დასმული კითხვები
-
რა არის საჭირო გათამაშებაში მონაწილეობისთვის?
გათამაშებაში მონაწილეობს მისაღებად საჭიროა, ვისოლის ნებისმიერ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე შეიძინო ნებისმიერი ტიპის საწვავი, მინიმუმ 50 ლარის ოდენობით და გაატარო ვისოლის აპლიკაცია.
-
რა პრინციპით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა?
გათამაშება შემთხვევითობის პრინციპზეა აგებული და ნებისმიერი გადახდა შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს. ასევე, შემთხვევითობის პრინციპით ხდება საჩუქრის მინიჭებაც.
-
როგორ გავიგო გავიმარჯვე თუ არა?
გადახდის დასრულებისთანავე, ადგილზე გაიგებ, გახდი თუ არა გამარჯვებული და კონკრეტულად რა საჩუქარი მოიგე.
-
შეიძლება პრიზი სხვამ ჩაიბაროს?
გათამაშების პირობის თანახმად, აუცილებელია, საჩუქარი გამარჯვებულმა ჩაიბაროს. იდენტიფიკაცია ხდება პირადობის მოწმობით, ამიტომ საჭიროა, ის ემთხვეოდეს გამარჯვებულის პირად ნომერს.
-
რამდენი ადამიანი იღებს გათამაშებაში მონაწილეობას?
გათამაშების მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
-
როდემდე გრძელდება გათამაშება?
გათამაშება 2025 წლის 1 მაისიდან 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით გრძელდება.
-
შეიძლება მოგებული საგზურით სხვა ადამიანმა ისარგებლოს?
დიახ, გამონაკლისად დაშვებულია, რომ საგზურის მოგების შემთხვევაში, საზღვარგარეთ სხვა ადამიანმა იმოგზაუროს