მდგრადი განვითარება

ჩვენ თქვენთან ერთად ვქმნით ჯანსაღ მომავალს!

Photo

გზა მდგრადი მომავლისკენ!

ვისოლში კეთილდღეობა და მოძრაობა კომპანიის მხოლოდ დაპირებები არ არის, ის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მამოძრავებელი ძალა და ფუნდამენტია. მდგრადი განვითარების სტრატეგია ზუსტად ამ ღირებულებებზე დგას, რადგან გვჯერა, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვა, ენერგიის ეფექტური გამოყენება და ინოვაციური მიდგომები ქმნის უკეთეს გარემოს თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი ინიციატივები მიზნად ისახავს საქართველოში გარემოს დაცვას, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, რომ გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი და ვუპასუხოთ მომავლის გამოწვევებს.

რას ვაკეთებთ მდგრადი განვითარებისთვის?

1

საწვავის ევროპული სტანდარტი

ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი საწვავის იმპორტი

2

ნარჩენების პასუხისმგებლიანი მართვა

ეკო-მეგობრული ნარჩენების გადამუშავების სისტემა

3

ენერგიის მწვანე წყაროები

საწვავის და ელექტროენერგიის მომარაგება მდგრადი ენერგიის წყაროებით

4

ენერგოეფექტური ტექნოლოგიები

ოფისებისა და სადგურების ინფრასტრუქტურა აღჭურვილია ენერგიის დაზოგვის თანამედროვე სისტემებით

5

ეკოლოგიური მოძრაობა

მწვანე ინიციატივების მხარდაჭერა ტრანსპორტსა და სატრანსპორტო ქსელში

6

ციფრული ლოიალობის აპლიკაცია

პლასტიკური ბარათების გამოყენების შემცირება და ციფრული გადახდების წახალისება

Photo

ელექტრო სადგურები მზის ენერგიით

ვისოლი მხარს უჭერს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას და უდიდეს პოტენციალს ხედავს ელექტრო ტრანსპორტის განვითარებაში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგა საქართველოში და სამომავლო მიზნები კიდევ უფრო ამბიციურია. დღეს ჩვენი ელექტრო დამტენი სადგურები ფუნქციონირებს გორში მდებარე მზის ენერგიის სადგურის საშუალებით, რომელიც ვისოლ ჯგუფის შვილობილმა კომპანია - MP Development-მა განავითარა. ამ ინიციატივით ჩვენ ხელს ვუწყობთ ელექტრო 

Photo

ეკო ეფექტური მართვა GPS + TAG სისტემით

საწვავის არასწორი მართვა არა მხოლოდ ფინანსურად არაეფექტურია კომპანიისთვის, არამედ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარემოსა და ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. თანამედროვე პასუხისმგებლიანი კომპანიები აქტიურად მუშაობენ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებაზე, მათ შორის რესურსების ოპტიმიზაციის გზით. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ვისოლმა GPS + TAG სისტემა დანერგა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესებს სრულად აკონტროლონ ავტოპარკის მოძრაობა, შეამცირონ საწვავის ხარჯები და დაიცვან ეკოლოგიური სტანდარტები.

ყველაფერი ერთ აპლიკაციაში

დააგროვეთ ქულები, ისარგებლეთ ექსკლუზიური შეთავაზებებით და ნახეთ უახლოესი ავტოგასამართი სადგურები ან ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში.

გადმოწერეთ

Photo