კარიერა

შემოუერთდით ვისოლის გუნდს და დაიწყეთ კარიერა გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად!

ჯანსაღი სამუშაო კულტურა

ვისოლი არის კომპანია, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებით და თანამშრომლებისადმი პატივისცემით. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც პროფესიონალიზმი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. გვჯერა, რომ ჩვენი წარმატება ჩვენი გუნდის შრომასა და ერთიანობაზეა დაფუძნებული. 


ჩვენი სამუშაო კულტურა დაფუძნებულია ჩვენ მთავარ ღირებულებებზე: მოძრაობა და კეთილდღეობა. ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. გვინდა, რომ თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულად გამოავლინოს თავისი პოტენციალი და იგრძნოს, რომ მისი შრომა სათანადოდ ფასდება.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ცხოვრების და სამუშაოს დაბალანსების ხელშეწყობა. ვისოლში ვაფასებთ გუნდურობას, ინიციატივასა და შემოქმედებითობას, რაც ხელს უწყობს ინოვაციური იდეების განხორციელებას და საერთო მიღწევების გაზიარებას. 


გვჯერა, რომ თანამშრომლების პროფესიული და პიროვნული განვითარება წარმატებული კომპანიის საფუძველია. სწორედ ამიტომ, ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც ადამიანები მოტივირებულნი და ბედნიერები არიან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ერთად მივაღწიოთ კიდევ უფრო დიდ მიზნებს.

Photo

ჩვენი ღირებულებები

ყველაფერი ერთ აპლიკაციაში

დააგროვეთ ქულები, ისარგებლეთ ექსკლუზიური შეთავაზებებით და ნახეთ უახლოესი ავტოგასამართი სადგურები ან ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში.

გადმოწერეთ

Photo