ჩვენ შესახებ

Საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილება!

ყველაფერი, რაც გზაზე გჭირდებათ

გზა ადამიანებისთვის თავისუფლების, ახალი აღმოჩენების და შთაგონების წყაროა. ვისოლი კი ამ გზაზე ერთადერთი შესვენების და შევსების ბრენდია, რომელიც ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანია და ყველაფერი, რასაც ვქმნით მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. გვჯერა, რომ თანამდროვე, ინოვაციური, მულტიფუნქციური სივრცეებით, შეგვიძლია უბრალო მგზავრობის სასიამოვნო, თავგადასავლებით სავსე  მოგზაურობად გადაქცევა. 

ჩვენი ლოგო აერთიანებს გზამკვლევი ვარსკვლავის, კომპასის, გზაჯვარედინის და ქართული დროშის ელემენტებს, რაც ზუსტი ვიზუალიზაციაა ჩვენი მისწრაფების – ვიყოთ ერთგული და საიმედო თანამგზავრი ქართული ბრენდი, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც გჭირდებათ. 

ვისოლ ჯგუფის განვითარების ისტორია 2 000 წელს, ვისოლის ავტოგასამართი სადგურებით დაიწყო, დღეს კი ის ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც არამხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო, არამედ დეველოპერული, სარეკლამო, სუპერმარკეტების და ამერიკული რესტორნების ბიზნესიც მოიცვა. ვისოლთან ერთად, ის დღეს ისეთ წარმატებულ ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა სმარტი, ვენდისი, დანკინი, საბვეი, ვინტო, ემპი დეველოპმენტი, ბიოგრაფი, ალმა.

ჩვენი ხედვა ყოველთვის მომავლისკენაა მიმართული, ახალი ტექნილოგიები და ინოვაციები კი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ვეძებთ ახალ გზებს და  შესაძლებლობებს, რომ შევქმნათ თანამედროვე ადამიანზე და მის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული გამოცდილება.

Photo

ჩვენი ღირებულებები

  • მოძრაობა

    მოძრაობა ჩვენთვის მხოლოდ ფიზიკური გადაადგილება არ არის – ეს არის პროგრესი, წინსვლა და დაუღალავი სწრაფვა განვითარებისკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველაფერს, რაც ზრდას და მოძრაობას განაპირობებს და რაც მომავლისკენ მიმავალ გზას ხსნის.

  • კეთილდღეობა

    კეთილდღეობა პროგრესზე ორიენტირებული მოძრაობის ბუნებრივი გაგრძელებაა. ჩვენთვის მთავარი ღირებულება ადამიანი და მათი კეთილდღეობაა. პრიორიტეტად ვთვლით ზრუნვას იმ ადამიანებზე, ვისი კეთილდღეობაც საფრთხის ქვეშაა და ამასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ საერთო ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

თქვენი ერთგული თანამგზავრი

სადაც არ უნდა იყოთ, ხმაურიან ქალაქში თუ საავტომობილო მაგისტრალზე, გახსოვდეთ, რომ თქვენ ყოველთვის ახლოს ხართ ვისოლის სადგურთან. ჩვენ ვამაყობთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ფართო და მრავალფუნქციური სადგურების ქსელით, რომელიც სტრატეგიულად არის განლაგებული, რომ მგზავრობის დროს მაქსიმალური კომფორტი შექმნას.

ჩვენი სადგურების ფართო ქსელი კომფორტის და ყველგან ხელმისაწვდომობის გარანტიაა. ის აერთიანებს ყველაფერს, რაც შეიძლება გზაზე დაგჭირდეთ: მაღალი ხარისხის საწვავს მოგზაურობის გასაგრძელებლად, სმარტის მაღაზიებს გზად საჭირო პროდუქტებისთვის, დანქინს, ვენდისს, საბვეის - გემრიელად წახემსებისთვის, ვინტოს ავტომომსახურებას გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის და სხვა უამრავ საჭირო სერვისს.

Photo

ვისოლი ციფრებში

32

ვინტოს ცენტრი

50

სმარტის მაღაზია

25

წლიანი გამოცდილება

150

ავტოგასამართი სადგური

130 000

ლოიალური მომხმარებელი

Photo

ინდივიდუალური მომსახურება

მულტიფუნქციური სადგურები, საწვავის შეძენის კომფორტული გზები, ინოვაციური აპლიკაცია, ლოიალობის პროგრამა და მრავალფეროვანი შეთავაზებები

გაიგეთ მეტი

Photo

ბიზნეს გადაწყვეტილებები

ვისოლი ბიზნესებისთვის საწვავის მოხმარების მარტივ და ჭკვიანურ სერვისებს ქმნის - მეტი კონტროლი, ნაკლები ხარჯი და უამრავი დამატებითი სარგებელი

გაიგეთ მეტი