რა არის TAG სისტემა?
ვისოლის TAG სისტემა ავტოპარკის მართვის უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც კორპორაციულ მომხმარებელს საშუალებას აძლევს ბარათის გარეშე, სრულყოფილად აკონტროლონ ავტომობილში საწვავის ჩასხმის პროცესი. მოწყობილობა ავტომობილზე მაგრდება და უზრუნველყოფს, რომ საწვავის ჩასხმა მხოლოდ იმ ავტომობილში მოხდეს.
მენეჯერს აღარ უწევს საწვავის გადანაწილება ცალ-ცალკე თითოეული ავტომობილის ბარათზე, რადგან ყველა ტრანზაქცია საერთო ანგარიშიდან სრულდება, წინასწარ გაწერილი ლიმიტის ფარგლებში. სისტემას აქვს ლიმიტების განსაზღვრის შესაძლებლობა, რაც საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ არამიზნობრივი ჩასხმა და სრულად მართოთ ავტოპარკის ხარჯები.
რა უპირატესობები აქვს?
1
სიზუსტე
TAG სისტემა უზრუნველყოფს საწვავის ჩასხმის სიზუსტეს, რადგან საწვავი მხოლოდ იმ ავტომობილში მოხდება, რომელზეც თაგ მოწყობილობა არის მიმაგრებული. ამის გარდა, სისტემა დაგიცავთ თაღლითობისგან და უზრუნველყობს უსაფრთხო ტრანზაქციებს.
2
კონტროლი
სისტემა საშუალებას გაძლევთ დააყენოთ ლიმიტები ავტომობილებზე დღის, კვირის, თვის ფარგლებში, რაც დაგეხმარებათ უკეთ გააკონტროლოთ კონკრეტული ავტომობილების ხარჯები და თავიდან აიცილოთ არამიზნობრივი ჩასხმის შემთხვევები.
3
მოქნილი პირობები
ვისოლის TAG სისტემას მოქნილი პირობები აქვს: მოწყობილობა და მისი მონტაჟი უფასოა. ამის გარდა, გვაქვს სპეციალური ფასდაკლებები არსებული მომხმარებლებისთვის, ხოლო ახალ მომხმარებლებს ვთავაზობთ ინდივიდუალურად მორგებულ ფასდაკლებებს.
ყველაფერი ერთ აპლიკაციაში
დააგროვეთ ქულები, ისარგებლეთ ექსკლუზიური შეთავაზებებით და ნახეთ უახლოესი ავტოგასამართი სადგურები ან ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში.
გადმოწერეთ