24.12.2024

იგებს ორივე - ვინც ასხამს და ვინც ასხამს

ვისოლის უნიკალურ გათამაშებას 2024 წელს 412 გამარჯვებული ჰყავდა. უპრეცედენტო გათამაშება უკვე მეორედ, 2024 წელსაც ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 412 ერთგულ მომხმარებელს და მათ ჩამსხმელ ოპერატორებს შესაძლებლობა მიეცათ მოეგოთ: 

  • 6 ცალი BMW X1 (2024), 
  • 36 ცალი iPhone 15 Pro, 
  • 350 ცალი 1000, 200 და 100 ლარის ღირებულების საწვავის ვაუჩერი 
  • 20 ცალი ვინტოს ავტომომსახურების 500-ლარიანი ვაუჩერი

მომენტალური გათამაშების წესები მარტივი იყო: მომხმარებლებს, რომლებიც ვისოლის ავტოგასამართ სადგურებზე 50 ლარის ან მეტი ღირებულების ბენზინს ან დიზელს შეიძენდნენ და ლოიალობის აპლიკაციას ან ბარათს გამოიყენებდნენ, სხვადასხვა საჩუქრების მოგების შესაძლებლობა ჰქონდათ. ასეთივე შანსი ჰქონდათ იმ ოპერატორებსაც, რომლებიც იღბლიან ტრანზაქციებს მოემსახურებოდნენ. როგორც მომხმარებელი, ასევე ოპერატორი პრიზებს ორივე მომენტალურად იგებდა.

გათამაშება 1-ელ ივლისს დაიწყო და 1-ელ სექტემბერს დასრულდა.

მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებსა და თანამშრომლებს აქტიური მონაწილეობისთვის და მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს გპირდებით.

სხვა სიახლეები

ნახეთ სხვა საინტერესო ახალი ამბები ვისოლისგან.