24.12.2024

„კეთილი მგზავრობა“ - ახალი ეტაპი ვისოლის განვითარების ისტორიაში

ვისოლმა საქართველოს ნავთობის ბაზარზე 25-წლიანი წარმატებული ოპერირების შემდეგ, ბრენდის სტრატეგიული განახლება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილების შექმნას, რაც იდეალურად ჩანს ახალ სლოგანში - „კეთილი მგზავრობა!“. ვისოლი შესვენების და შევსების ერთადერთ კომპანიას საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს გზად საჭირო ყველა სერვისს და პროდუქტს, ბრენდის სტრატეგიული განახლების მიზანიც სწორედ ეს იყო - აქცენტი გაგვეკეთებინა ამ კონკურენტულ უპირატოსებაზე.

ვისოლისა და სმარტის ბრენდების განახლებაზე იმუშავა სტრატეგიულმა ბრენდინგ სააგენტომ - VAT, რომელიც სპეციალიზებულია ბრენდინგის, რებრენდინგისა და მასშტაბური საკომუნიკაციო პროექტების სტრატეგიაზე. ვიზუალური განახლება More Studio-სთან ერთად გაკეთდა, ავტოგასამართი სადგურების განახლებულ ვიზუალზე კი არქიტექტურულმა კომპანია - MUA-მ იზრუნა.

„ასეთ მასშტაბურ ბრენდთან მუშაობა ჩვენთვის ალბათ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა იყო. პროცესი დავიწყეთ 2021 წლის დეკემბერში და მას მერე ვმუშაობთ ბრენდის ახალ სტრატეგიაზე, განახლებულ ვიზუალურ იდენტობაზე. ლოგოზე მუშაობის პროცესი საკმაოდ შემოქმედებითი და საინტერესო იყო, რადგან განახლებული სტრატეგია ვიზუალურად ზუსტად უნდა გვეთარგმნა. ასე მივიღეთ სიმბოლო, რომელსაც დიდი იდეური დატვირთვა აქვს: გზამკვლევი ვარსკვლავი, კომპასი, საქართველოს დროშა და გზაჯვარედინი - ყველაფერ იმაზე მიგვანიშნებს, რაც ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობასთანაა დაკავშირებული“ - ვასილ ჩუბინიძე, VAT

ბრენდის სტრატეგიული განახლების ფარგლებში ვისოლმა ახალი ლოიალობის პროგრამაც შექმნა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მობილური აპლიკაციით მომენტალურად, თითოეულ ლიტრ საწვავზე 15 თეთრი ფასდაკლება მიიღონ. ვისოლში, სმარტსა და ვინტოში შესრულებულ ტრანზაქციებზე კი მათ 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შეუძლიათ. მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით ერიცხება. ქულების დახარჯვა კი შესაძლებელია როგორც ვისოლის, ისე სმარტისა და ვინტოს ობიექტებში.

ვისოლის დნმ-ში ყოველთვის იდო და ბუნებრივია განახლებულ სტრატეგიაშიც დევს მისი მთავარი ღირებულებები - მოძრაობა, რაც თავის მხრივ მუდმივ პროგრესს და განვითარებისკენ სწრავას გულისხმობს და - კეთილდღეობა. “კეთილი მგზავრობა” კი ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება და ბრენდის ახალი დაპირებაა ერთგული მომხმარებლებისთვის.