24.12.2024

ვისოლის მხარდაჭერით გიორგი გახელაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

23 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც წყალზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 

გიორგიმ, სპეციალურად აღჭურვილი ენდუროს ტიპის მოტოთი, ქობულეთის ახალი ბულვარის სანაპიროდან ფოთის მალთაყვას სანაპირომდე 100 კმ/სთ სიჩქარით 33 კილომეტრი 33 წუთში დაფარა. ამით მან ავსტრალიელი რაიდერის, რობი მედისონის შედეგი გააუმჯობესა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

„მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო კომპანია ვისოლს. ზოგადად, კომპანიებს ძალიან უჭირთ მსგავს პროექტებში ნაბიჯის გადადგმა, რადგან ყველას ეპარება ეჭვი. ვისოლი იყო ის ერთადერთი კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა ამ პროექტის თავის თავზე აღება. სრული ძალებით დამიდგა მხარში და ერთად გავიარეთ საკმაოდ გრძელი გზა.”

რეკორდსმენმა მოკლედ სამომავლო გეგმაზეც ისაუბრა და გაგვიზიარა რომ, მომავალში მოტოთი მყინვარწვერზე ასვლასაც გეგმავს.

გიორგი გახელაძე 2017 წლიდან დღემდე, საქართველოს ენდურო ჩემპიონატების დაუმარცხებელი ჩემპიონია. ვისოლი კი რეკორდსმენი სპორტსმენის ექსტრემალური თავგადასავლების ტრადიციული მხარდამჭერი.