24.12.2024

F1 Fantasy ლიგა ვისოლთან და სეტანტასთან ერთად

ვისოლისა და სეტანტა სპორტის მხარდაჭერით საქართველოში უნიკალური F1 Fantasy ლიგა გაიმართა, რომელიც სპორტის მოყვარულებს საშუალებას აძლევდა, შექმნათ საკუთარი Formula 1-ის გუნდები, წინასწარ გამოეცნოთ რბოლის შედეგები და მთელი სეზონის განმავლობაში დაეგროვებინათ ქულები.

ყოველი რბოლის შემდეგ, საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეები სპეციალურ პრიზებს იღებდნენ, ხოლო სეზონის ბოლოს გამარჯვებულს შესაძლებლობა მიეცა სეზონის დახურვას აბუ დაბიში შეხვედროდა.

ეს ინიციატივა მიზნად ისახავდა ფორმულა 1-ის პოპულარიზაციას და სპორტის ხელშეწყობას საქართველოში, სპორტის მოყვარულებისთვის ახალი, ინტერაქტიული ფორმატით. 

სხვა სიახლეები

ნახეთ სხვა საინტერესო ახალი ამბები ვისოლისგან.