სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია"-ს (ს/კ 202161098, იურ. მის.: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #74ბ) გენერალური დირექტორი იწვევს საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 02 სექტემბერს, 11 საათზე, ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. #74ბ-ში, საზოგადოების სათაო ოფისში. საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2025 წლის 08 აგვისტო. შესაბამისად საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს ირიცხებიან საზოგადოების აქციონერებად. აქციონერები (მათი წარმომადგენლები) კრებაში მონაწილეობის მიიღებას შეძლებენ მხოლოდ უშუალოდ დასწრების გზით. საერთო კრების მოწვევის შესახებ აქციონერებს ეცნობებათ შესაბამისი განცხადების საჯარო რეესტრის ელექტრონულ პორტალზე ატვირთვისა და საზოგადოების ვებ. გვერდზე განთავსების გზით.
დღის წესრიგი:
1. საზოგადოების აქციების ნომინალური ღირებულების ცვლილება;
2. დივიდენდების განაწილება;
3. აუდიტორის არჩევა;
სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“-ს მიერ კომპანიის ოთხივე აქციონერისგან აქციების გამოსყიდვა. საზოგადოების აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მათი მონაწილეობის უფლება საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს “კავკასრეესტრი“, მდებარე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #74/11 (ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. #11).