ჩვენს
კომპანიაში მიღებული
და უკვე
კარგად აპრობირებულია სხვადასხვა
რანგის მენეჯერული
პოზიციების ჩვენივე
თანამშრომლებით დაკომპლექტების პრაქტიკა.
გამოცდილი, საქმის
სპეციფიკაში გარკვეული
და სანდო
თანამშრომლების დაწინაურებამ
არაერთხელ დაარწმუნა
კომპანიის მენეჯმენტი
ამ პრაქტიკის
დადებით მხარეებში.
კომპანიის განვითარების
ტემპებიდან გამომდინარე
სულ უფრო იზრდება
მოთხოვნა ერთის
მხრივ მენეჯერებზე,
ხოლო მეორეს
მხრივ ამ
მენეჯერების კვალიფიკაციასა და
უნარებზე. სწორედ
ამიტომ, ,,ვისოლ
პეტროლიუმ ჯორჯიას“
მენეჯმენტის ინიციატივით
გადაწყდა, რომ
ტრენინგ ცენტრის
ბაზაზე ჩამოყალიბებულიყო ,,ვისოლ
ჯგუფის აკადემია“,
სადაც თანამშრომლებს მიეცემათ
შესაძლებლობა, აიმაღლონ
ცოდნა და
მოემზადონ მენეჯერული
პოზიციების დასაკავებლად. “ვისოლ ჯგუფის აკადემიის” პედაგოგები ვისოლ ჯგუფში მომუშავე პედაგოგიური
გამოცდილების მქონე, წარმატებული თანამშრომლები არიან. "ვისოლ ჯგუფის
აკადემიის" მიზნებია: არამენეჯერულ პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლების გადამზადება
მენეჯერული პოზიციების დასაკავებლად და არსებული მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება.












