შვილობილი კომპანიები

“ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”

ვისოლ ჯგუფის ისტორია “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” განვითარებით იწყება.  “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. კომპანია ექსკლუზიურად ახდენს უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის „აპის“ იტალიური საწვავის იმპორტსა და რეალიზაციას. “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”  ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში. 2001 წელს ვისოლი იყო პირველი ნავთობკომპანია, რომელმაც საქართველოს ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი, კორპორაიული ჩიპური ბარათი დანერგა და 2009 წლიდან კორპორაციულ მომხმარებელს უკვე ავტოპარკის მართვის უნიკალურ GoLive სატელიტურ სისტემას სთავაზობს. საქართველოს ნავთობსექტორში მხოლოდ “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ავტოგასამართ სადგურებზეა შესაძლებელი UNICARD-ით ქულების დაგროვება.


“ეარ ვისოლი”

“ეარ ვისოლი”  თანამედროვე ე.წ. ჰიდრანტის სისტემით ახორციელებს უმაღლესი ხარისხის JET A1 და TS1 მარკის ავია საწვავის მიწოდებას საჰაერო ხომალდებისათვის. ჰიდრანტის სისტემით ავიალაინერების გამართვა სპეციალური ტიპის მილსადენებითა და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ხდება.  საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაციამ (IATA) «ეარ ვისოლს” 2009 წელს მწვანე ფერი“ მიანიჭარაც ადასტურებსრომ კომპანია ეარ ვისოლი“აკმაყოფილებს საწვავის მიწოდების ყველა საერთაშორისო ნორმას და თანამედროვე 

სტანდარტების მიხედვითIATA- მოთხოვნების შესაბამისად მუშაობს.“ეარ ვისოლი”  ავიასაწვავს აწვდის ისეთ საერთაშორისო ავიახაზებს, როგორიცაა  Qatar Airlines, Air AstanaBelavia- Belarusian AirlinesChina Southern AirlinesPolish Airlines LOTPegasus Airlines და Turkish Airlines.


“ვისოლ გაზი”

ვისოლ ერთადერთი ნავთობკომპანიაა საქართველოშირომელმაც ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგურები დანერგა ქვეყანაშისადაც შესაძლებელიაავტომობილების 

გამართვა როგორც ბენზინითა და დიზელითისე შეკუმშული ბუნებრივი გაზითვისოლ გაზ 2007 წლიდან სთავაზობს შეკუმშულ ბუნებრივ გაზსმომხმარებლებს მსოფლიოში

 წამყვან კომპანია Aspro -  ტექნიკური აღჭურვილობით. შეკუმშული ბუნებრივი გაზი ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეკონომიური პროდუქტია.

  

“ვისოლ გაზის სადისტრიბუციო კომპანია”

„ვისოლ გაზის დისტრიბუცია“ თელავის რაიონს ბუნებრივ გაზს 2008 წლიდან აწვდის. მიუხედავად იმისა, რომ მაგისტრალური გაზსადენი თელავის რაიონიდან 5 – 15 კილომეტრის მოშორებითაა, მოსახლეობის ძირითად ნაწილს ბუნებრივი გაზი 14 წლის მანძილზე არ მიეწოდებოდა. დღესდღეობით „ვისოლ გაზის დისტრიბუციამ“ თელავის რაიონში 17 სოფლის გაზიფიცირება მოახდინა და 12000-მდე აბონენტს აწვდის ბუნებრივ გაზს.


„ვისოლ ავტოექსპრესი“

„ვისოლ ავტო ექსპრესი“ 2011 წლიდან დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე და ერთადერთ ავტომომსახურების ცენტრების ქსელს წარმოადგენს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის ავტომომსახურების ცენტრები უმაღლესი ხარისხის „ტოტალისა“ და „ფინას“ ფრანგული საავტომობილო ზეთების და სხვა საპოხი მასალების გარდა მომხმარებელს "ფრამის" საავტომობილო ფილტრებს,  საბურავებს და ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრულ მომსახურებისაც სთავაზობს.

„ვენჯორჯია“

2012 წლის აპრილში მსოფლიოში წამყვანმა სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა -„ვენდიმ“ ვისოლ ჯგუფთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც მომავალი 10 წლის განმავლობაში კომპანია 25 რესტორანს განავითარებს საქართველოსა და აზებაიჯანში. „ვენდის“ სწრაფი კვების რესტორნები ჯერ თბილისში, რუსთაველის გამზირზე და შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება. „ვენდის“ ქსელი 6,500 -ზე მეტ სწრაფი კვების რესტორანს მოიცავს ამერიკასა და 27 სხვა ქვეყანაში.

სამშენებლო კომპანია “დელტა ჰოლდინგი”

“დელტა ჰოლდინგი” ძირითადად ვისოლ ჯგუფის მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურის შენებითაა დაკავებული. ყველაზე მსხვილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი პროექტი, რომელიც “დელტა ჰოლდინგმა” განახორციელა, ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთზე შექმნილი ვისოლის დასვენებისა და მომსახურების ცენტრია. სამშენებლო კომპანიის შექმნილია ვისოლის სპორტული კომპლექსები თბილისსა და რეგიონებში.


სარეკლამო კომპანია “ველაჯიო”

"ველაჯიო" ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოს სარეკლამო ბაზარზე.  3 მილიონი ადამიანი საქართველოს 7 უდიდეს ქალაქში ყოველდღიურად ხედვას კომპანიის მფლობელობაში არსებულ  სარეკლამო ფარებზე განთავსებულ კლიენტების პოსტერებს.


სუპერმარკეტების ქსელი “სმარტი”

ვისოლ ჯგუფმა სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ განვითარება 2011 წლიდან დაიწყო. „სმარტის“ სავაჭრო ცენტრი საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უქმნის სრულ კომფორტს მომხმარებელს ყოველდღიური პროდუქტების მაღალი ხარისხია და ფართო არჩევანი, ზომიერი ფასებიკომფორტული კაფეთიაფთიაქებითა და სხვა სავაჭრო ობიექტებით. „სმარტი“ საქართველოში უმაღლესი ხარისხის მომსახურების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.


სასტუმროლომსია

სასტუმრო “ლომსია” ახალციხის შუაგულში, ცენტრალური პარკის ახლოს მდებარეობს. 63 უმაღლესი კლასის ოთახი და სვიტი, “თამარ მეფის” რესტორანი, სამეფო ბარი, ტერასა, ლაუნჯი და ტექნიკურად სრულიად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი სტუმრებს დაუვიწყარ დასვენებას პირდება.

 


საფეხბურთო კლუბი „ტორპედო ქუთაისი“

ლეგენდარული კლუბი“ტორპედო ქუთაისი” 1946 წელს ჩამოყალიბდა. ვისოლ ჯგუფმა კლუბზე მზრუნველობა 2010 წლიდან დაიწყო და მისი განვითარებისათვის მილიონობით ლარის ინვესტიციას ახორციელებს. უახლესი ევროპული სტანდარტეით შექმნილი სპორტული ინფრასტრუქტურა, პროფესიონალი მწრთვნელები და ათასობით გულშემატკივარი კლუბისათვის წარმატეებული ასპარეზობისათვის იდეალურ პირობებს ქმნის. 

 

ფიტნეს ცენტრი „ლაგუნა ქუთაისი“

2500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული „ლაგუნას“ ფიტნეს კომპლექსის განვითარებისათვის ვისოლ ჯგუფმა მილიონამდე ლარის ინვესტიცია მოახდინა. „ტორპედო ქუთაისის“ სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე განთვსებული „ლაგუნა ქუთაისის“ ფიტნეს ცენტრის საცურაო აუზები პროფესიონალი თუ მოყვარული მოცურავეებისა და ბავშვებისათვის, ფიტნესის დარბაზები, საუნა, სოლარიუმი და მასაჟის კაბინეტი პროფესიონალი ინსტრუქტორებით იდიალურ გარემოს ქმნის „როცა ჯანსაღ ცხოვრებას ირჩევ“.

მოგვწერეთ
...
მადლობთ, წერილი გაგზავნილია

სათაო ოფისი

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. № 74ბ
ტელ: +995 322 915 315
ფაქსი: +995 322 915 615
ელ-ფოსტა: office@wissol.ge

გაყიდვების დეპარტამენტი: sales@wissol.ge
მარკეტინგის დეპარტამენტი: marketing@wissol.ge

ცხელი ხაზი: *1000

ბათუმის სერვის ცენტრი

ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. 41
ტელ: + 995 422 27 54 42
ფაქსი: + 995 322 915 615/ + 995 422 27 54 42
ელ-ფოსტა: office@wissol.ge

გაზის დისტრ. თელავის სერვის ცენტრი

ქ. თელავი, არდოშვილის ქუჩა #15
ტელ: (2-50) 7 24 95
ელ-ფოსტა: telavgas@wissol.ge