მომწოდებლები
ს/ს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” შემოაქვს ნავთობპროდუქტები დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან.
აპი სუპერი, აპი პრემიუმი, აპი დიზელი და ევრო რეგულარი- ზუსტად ის ნავთობპროდუქტებია, რომლებიც შეგიძლიათ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მიიღოთ. ჩვენი პარტნიორი დასავლეთ ევროპაში არის API - ლიდერი კომპანია იტალიის ნავთობპროდუქტებისა და ენერგეტიკის სექტორში. ჩვენ ვახორციელებთ იტაკიური პროდუქტების შემოტანას API-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანიდან - Falconara Marittima- დან.
რეგულარ ენერჯის იმპორტს ვისოლი რუმინული პეტრომისგან ახდენს, რომელსაც OMV, ავსტრიის უდიდესი ნავთობმწარმოებელი, გადამამუშავებელი და დისტრიბუციის ქსელის მფლობელი ჯგუფი მართავს.
ვისოლს ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანი აქვს საქართველოში. კომპანიის პროდუქტებს შორისაა დიზელ ენერჯიც.













