თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი თანამშრომლების დროის ეფექტური დაგეგმარება? ვისოლი მუდმივად ზრუნავს თქვენს სრულ კომფორტზე და გთავაზობთ კურიერულ მომსახურებას. შეთანხმებულ დროს, შეთანხმებულ ადგილზე ვისოლის კურიერი ოპერატიულად მოგაწვდით კომპანიის ნებისმიერი პროდუქტის/მომსახურების ტალონებს და/ან კორპორატიულ ბარათებს.
როგორ ისარგებლოთ კურიერული მომსახურებით?
მოგვაწოდეთ დეტალური ინფორმაცია შეკვეთის შესახებ (ორგანიზაციის დასახელება, ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი, სასურველი პროდუქტის დასახელება, პროდუქტის რაოდენობა ლიტრებში, ტალონების შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ ტალონის ნომინალები 10 ან 20 ლიტრიანი) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: onlineorders@wissol.ge.
შეკვეთები მიიღება 10 საათიდან 18 საათამდე სამუშაო დღეებში. შეკვეთების მიწოდება განხორციელდება შეკვეთის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
მომსახურების პირობები:
დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ფორმდება ხელშეკრულება კურიერულ მომსახურებაზე.
შეკვეთის მიღება უფლებამოსილმა პირმა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდის დასმით უნდა დაადასტუროს.
მომსახურების ღირებულებაა: 10 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
გადახდის ფორმა: უნაღდო ანგარიშსწორება.













