„აპი“
ვისოლ პეტროლიუმ
ჯორჯია „აპის“ იტალიური საწვავის ესკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში. იტალია არამარტო
დასავლეთ ევროპაში, მსოფლიოში წამყვანია ნავთობპროდუქტების ხარისხით. ,,აპი’’ კი წამყვანი
კომპანიაა იტალიის ნავთობპროდუქტებისა და ენერგეტიკის სექტორში. ,,აპის’’ ნავთობპროდუქტების
გადამუშავების, წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის 85 წლიანი გამოცდილება აქვს. ადრიატიკის
სანაპიროზე 700 000 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ,,აპის’’ ნავთობგადამამუშავებელი
ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურია მთელს მსოფლიოში. ,,აპი’’
უახლესი ევროპული სტანდარტის, ევრო 5-ის ბენზინსა და დიზელის პროდუქტებს, ბიოდიზელს
და ბიტუმს აწარმოებს. ამას გარდა, ,,აპი’’ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ალტერნატიული
ენერგიის მიღების მიმართულებითაც წარმატებით მუშაობს.
„ტოტალი“
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ვისოლმა 2010 წელს ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა "ტოტალთან", მსოფლიოს სიდიდით მე-4 ნავთობკომპანიასთან და "ტოტალის" საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა საქართველოში. ვისოლის შვილობილი კომპანია
„ვისოლ ავტოექსპრესი“ 2012 წლიდან არა მხოლოდ „ტოტალის“, არამედ მისი შვილობილი კომპანია
„ფინას“ საავტომობილო ზეთების ექსკლუზიური რეალიზატორი გახდა. „ტოტალი“ ბიზნესს
130 ქვეყანაში 96 400 თანამშრომელის დახმარებით აწარმოებს და მისი წლიური გაყიდვები საშუალოდ 158. 7 მილიარდ ევროს შეადგენს.
,,ასპრო''
ვისოლ გაზი შეკუმშულ
ბუნებრივ გაზს მომხმარებლებს მსოფლიოში წამყვან კომპანია "ასპროს" ტექნიკური აღჭურვილობით
აწვდის. 20 წლის განმავლობაში Aspro-მ განავითარა სრულყოფილი ტექნოლოგიები, რომელიც
100% სიზუსტით, უსაფრთხოდ ახდენს გაზის მიწოდებას. "ასპროს" შეკუმშვის სისტემებს მინიჭებული
აქვთ საერთაშორისო სერთიფიკატები ISO 9001:2000, ევრო კავშირისა და ევრიტას ბიუროს
მიერ, რაც აძლევს მას საშუალებას იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიოს მაშტაბით.









